ავტორიზაცია
ახალი არაორგანულ-ორგანული ჰიბრიდული კომპოზიტები და ანტი-ბიო¬კოროზიული დამცავი საფრები
ავტორი: ნოდარ ლეკიშვილითანაავტორები: ხათუნა ბარბაქაძე, მაია თათარიშვილი, ნინო ქოქიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ბიოაქტიური, ანტიმიკრობული, საფარი, სამუზეუმო ექსპონატები, ტრიბოლოგიური თვისებები
ანოტაცია:
ახალი არაორგანულ-ორგანული ჰიბრიდული კომპოზიტები და ანტიბიოკოროზიული დამცავი საფრები ნოდარ ლეკიშვილი*, ხათუნა ბარბაქაძე, ნინო ქოქიაშვილი, მაია თათარიშვილი *ელ-ფოსტა: nodar.lekishvili@tsu.ge ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქიმიის დეპარტამენტი არაორგანულ-ორგანული ჰიბრიდული ნაერთების და არატრადიციული მასალების ს/კ ინსტიტუტი ი. ჭავჭავაძის პრ. 3, 0179, თბილისი, საქართველო მიღებული და შესწავლილია არაორგანულ-ორგანული ჰიბრიდული კომპოზიტები და ანტიბიოკოროზიული საფრები სილიციუმორგანული ფუნქციური ჯგუფების შემცველი ოლიგომერებით მოდიფიცირებული სამრეწველო ორგანული პოლიმერების (პოლი-ეპოქსიდი, პოლიურეთანი) ბაზაზე. ზემოაღნიშნული კომპოზიტების და ანტიბიოკოროზიული საფრების თერმოფიზი-კური თვისებები შესწავლილია დიფერენციულ-მასკანირებელი კალორიმეტრიის, დიფერენციულ-თერმული და თერმოგრავიმეტრიული ანალიზის მეთოდებით. დადგენილია მიღებული კომპოზიტების და ანტიბიოკოროზიული საფრების ფაზური მდგომარეობა და ფაზური გადასვლების ტემპერატურული ინტერვალები. ნაჩვენებია, რომ ყველა ჰიბრიდული კომპოზიტი ხასიათდება გამინების ტემპერატურული ინტერვალით 49.2-58.0oC, რაც ამ ტიპის კომპოზიტებისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. განსაზ-ღვრულია აგრეთვე სხვა ფაზური გადასვლების (α და β) ტემპერატურული ინტერვალები. დადგენილია მოდიფიცირებული ბიოაქტიური კომპოზიტების საწყისი და ინტენსიური თერმული დესტრუქციის ტემპერატურული ინტერვალები. ნაჩვენებია, რომ მიღებული კომპოზიტები 220-230oC-ზე ხასიათდებიან მასის უმნიშვნელო დანაკარგით. მათი ინტენსიური დაშლა იწყება მხოლოდ 340oC-ის ზემოთ. შესწავლილია მიღებული ანტიბიოკოროზიული საფრების ცვეთამედეგობა, ტრიბო-ლოგიური, საექპლუატაციური თვისებები და ზედაპირის მორფოლოგია. დადგენილია, რომ სამრეწველო პოლიმერების (პოლიეპოქსიდები) ფუნქციური ჯგუფების შემცველი სილიციუმორგანული ოლიგომერებით მოდიფიკაციით მიღებული ანტიმიკრობული კომპოზიტების ცვეთამედეგობა და კაწვრადობისადმი მდგრადობა იზრდება. შესწავლილია მიღებული ანტიბიოკოროზიული საფრების ჟანგვითი, თერმოჟანგვითი, ფოტოქიმიური, თერმოდაბერებისადმი და „შუქამინდის“ მოქმედების მიმართ მდგრადობა. ავტორები მადლობას უხდიან შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ფინანსური მხარ-დაჭერისათვის (ხ. ბარბაქაძე), აგრეთვე პროფ. ვიტოლდ ბროსტოუს (აშშ, ჩრდილოეთ ტეხასის უნივერ-სიტეტი) მიღებული კომპოზიტების ტრიბოლოგიური თვისებების ტესტირებაში დახმარებისათვის