ka | en
Company Slogan TODO

ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერული დაყოფის კანონზომიერების კვლევა შებრუნებულფაზიან ელუენტებში პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სელექტორების გამოყენებით

ავტორი: ზოია შედანია
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერები, ქირალობა, შებრუნეულფაზიანი ქრომატოგრაფია
ანოტაცია:

ანოტაცია ენანტიომერების დაყოფის ინსტრუმენტულ მეთოდებზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო. მიუხედავად უამრავი ექსპერიმენტული მასალისა, ენანტიომერების ქირალური გარჩევითობის მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. ჩემი სამუშაოს მიზანს წარმოადგენს, ენანტიომერების ქრომატოგრაფიული დაყოფის კანონზომიერების კვლევა შებრუნებულფაზიან ელუენტებში პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სელექტორების გამოყენებით. გარდა ამისა შესწავლილი იქნება ენანტიომერთა ელუირების რიგის ცვლილება და მასზე მოქმედი ფაქტორების გავლენა. საანალიზო ნივთიერებად აღებულია 14 ქირალური სულფოქსიდი. ქირალურ სელექტორებად გამოიყენება 17 პოლისაქარიდების ტრისფენილკარბამატების ნაწარმები, რომლებიც მაღალი ქირალური გარჩევითობით ხასიათდებიან. ელუენტად ვიყენებ მეთანოლი/წყალი და აცეტონიტრილი/წყალი ნარევს. ამ ეტაპზე ჩატარებული ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას რომ ანალიზები ემორჩილება შებრუნებულფაზიანი ქრომატოგრაფიის ზოგად კანონზომიერებას მეთანოლი/წყალი ელუენტში რასაც ვერ ვიტყვით აცეტონიტრილი/წყალი ელუენტზე. რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა ენანტიომერთა რიგის ცვლილებაც. თუ რამდენად უმჯობესდება სვეტის ეფექტურობა, გარჩევითობა ან სელექტიურობა - ეს მონაცემები ინდივიდუალურია ცალკეული სვეტებისა და საანალიზო ნივთიერებებისათვის.


მიმაგრებული ფაილები:

Investigation of enantioseparation of chiral sulfoxides in Reversed-Phase High-Performance Liquid Chromatography by polysaccharide-based chiral selectors [en]
ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერული დაყოფის კანონზომიერების კვლევა შებრუნებულფაზიან ელუენტებში პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სელექტორების გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com