ka | en
Company Slogan TODO

ფაზი-TOPSIS-ზე დაფუძნებული ობიექტების განთავსების მოდელი საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში

ავტორი: გია სირბილაძე
საკვანძო სიტყვები: საგანგებო სიტუაციების ობიექტების განთავსების დაგეგმვა, მრავალკრიტერიუმიანი დაფარვის ამოცანა, ფაზი- TOPSIS, კრიტიკული ინფრასტრუქტურა
ანოტაცია:

აგებულია ობიექტების განთავსების ამოცანის ახალი ფაზი - მოდელი. განვითარებულია საგანგებო სიტუაციების ობიექტების განთავსების დაგეგმვის პარამეტრებზე ექსპერტის ცოდნის წარმოდგენისა და ფორმირების ფაზი - TOPSIS მიდგომა. შექმნილია ახალი მიზნობრივი ფუნქცია - ცენტრების შერჩევის რანჟირების ინდექსის მაქსიმიზაცია. ეს კი მეორე მიზნობრივ ფუნქციასთან - შერჩეული ცენტრების რაოდენობის მინიმიზაციასთან ერთად ქმნის მრავალკრიტერიუმიან ობიექტების განთავსების ამოცანას. აგებული მოდელი ილუსტრირებულია დასახლებული პუნქტის საგანგებო სიტუაციაში დახმარების ობიექტების განთავსების დაგეგმვის სიმულაციურ მაგალითზე. კონკრეტულად კი, საგანგებო სიტუაციის შემთხევაში თუ როგორ დაიგეგმოს სახანძრო სადგურების განთავსება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მოთხოვნების გათვალისწინებით.


მიმაგრებული ფაილები:

Fuzzy TOPSIS Based Facility Location Model for Emergency Cases [en]
ფაზი-TOPSIS-ზე დაფუძნებული ობიექტების განთავსების მოდელი საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com