ka | en
ავტორიზაცია
მშრალი პოლიმერ ელექტრილიტური მემბრანები
ავტორი: ომარ მუკბანიანითანაავტორები: თ. თათრიშვილი , ე. მარქარაშვილი, ი. ესართია , მ. ბარნაბიშვილი , ჯ. ანელი
საკვანძო სიტყვები: ჰიდროსილილირება, პოლიმერიზაცია, პოლიმერ ელექტროლიტები, იონური გამტარობა
ანოტაცია:
შესწავლილია 2.4.6.8-ტეტრაჰიდრო 2.4.6.8-ტეტრამეთილციკოლოტეტრა სილოქსანის (D4H) ჰიდროსილილირების რეაქციები ალილაცეტოაცეტატთან, მორეაგირე კომპონენტების საწყისი მოლური თანაფარდობით 1:4.1 პლატინის კატალიზატორების თანაობისას. სინთეზირებულია D4R ტიპის ნაერთები. D4R ნაერთების პოლიმერიზაცია, ჩატარებულ იქნა კატალიზური რაოდენობის კალიუმის ტუტის თანაობისას. მიღებულ იქნა რეგულარული აღნაგობის მეთილსილოქსანური ოლიგომერი პროპილაცეტატური ჯგუფებით გვერდით ჯაჭვში. ზოლ-გელური პროცესების საშუალებით, მყარი პოლიმერელექტროლიტებისაგან ლითიუმის ტრიფტორმეთილსულფონატის (ტრიფტალატის) ან ლითიუმის ბის(ტრიფთორმეთილსულფონილ)იმიდის თანაობისას, მიღებულ იქნა მემბრანები. შესწავლილია მიღებული პოლიმერ ელექტროლიტების იონური გამტარებლობა.
მიმაგრებული ფაილები:
მშრალი პოლიმერ ელექტრილიტური მემბრანები [ka]Solvent-free Polymer Electrolyte membranes [en]