ავტორიზაცია
დადებით-უარყოფითი ორმაგი სხივტეხა მულტიფეროიკულ ფენოვან სტრუქტურებში
ავტორი: რამაზ ხომერიკითანაავტორები: ლევან ჭოტორლიშვილი, იგორ ტრალე, ჯამალ ბერაკდარ
საკვანძო სიტყვები: ოქსიდური მეტამატერიალები, მულტიფეროიკები, უარყოფითი გარდატეხა
ანოტაცია:
ჩვენ გამოვიკვლიეთ სინათლის უარყოფითი გარდატეხის მოვლენა მულტიფეროიკულ ოქსიდურ მეტასტრუქტურაში, რომელიც შედგება მონაცვლე ფეროელექტრიკული და ფერომაგნიტური ფენებისაგან. მაქსველის და ფეროელექტრიკულ/ფერომაგნიტური გარემოს თვითშეთანხმებული განტოლებების ანალიზით მიღებულია ბიკვადრატული განტოლება სინათლის გარდატეხის მაჩვენებლისთვის. ამ სტრუქტურაში ჩვენ ვიპოვეთ მარტივი ანალიზური ფორმულა ჩვეულებრივი და უარყოფითი გარდატეხის რეჟიმების აღსაწერად სინათლის სხვადასხვა სიხშირული დიაპაზონისთვის, რაც შევამოწმეთ რიცხვითი სიმულაციებით. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გარკვეულ სიხშირულ დიაპაზონში სხვადასხვა პოლარიზაციის ტალღები გარდატეხის მაჩვენებლის სხვადასხვა ნიშნით ხასიათდება, რის საფუძველზეც შესაძლებელია დადებით-უარყოფით ორმაგი სხივტეხის ახალი მოვლენის და მაგნიტურად კონტროლირებადი სინათლის ჩაჭერის და აჩქარების ეფექტის დამზერა.
მიმაგრებული ფაილები:
Abstract [en]ანოტაცია [ka]