ka | en
Company Slogan TODO

მეცხეთ-ჯავახეთის და ბაკურიანი- ცხრაწყაროს მაღალბალახეულობის შედარებითი ანალიზი

ავტორი: შამილ შეთეკაური
თანაავტორები: ნანა ბარნაველი, ანა ქვლივიძე
საკვანძო სიტყვები: მესხეთი, ჯავახეთი, ბაკურიანი, მაღალბალახეუბა
ანოტაცია:

მცენარეულობის ეს ტიპი კარგადაა წარმოდგენილი მესხეთის მიდამოებში. საკმაოდ კარგადაა წარმოდგენილი სუბალპურ ტყის პირებზე და მათ ნაალაგარებზე. მართალია მესხეთი მოკლებულია კოლხეთის ტიპის მაღალბალახეულობას, მაგრამ ადიგენის რაიონში, ბეშუმისკენ მიმავალ გზაზე და ტყის პირებზე გვხვდება ზოგიერთი მაღალბალახეულობის ფლოროცენოზური კომპლექსის სახეობა: Pyrethrum macrophyllum, Knautia montana, Valeriana alliariifolia, Symphytum asperum, Campanula latifolia, Senecio rhombifolius, Cicerbita bourgaei, C. prenanthoides, Calamagrostis arundinacea, Seseli transcaucasicum, Atropa caucasica; შეზღუდული გავრცელებით ხასიათდება მაღალბალახეულობა ნიალას ყურეში. აქ მაღალბალახეულობის მხოლოდ რამოდენიმე სახეობა გვხვდება (Senecio thyrsophorus, Cirsium incanum, C. anatolicum (=C. cataonicum). მაღალბალახეულობას შეზღუდული გავრცელება ახასიათებს ჯავახეთში, თუმცა აქ არსებულ ნაირგვარ ჰაბიტატებში სახეობრივად საინტერესო მაღალბალახეულობის ფრაგმებტებია გავრცელებული. მცენარეულობის ეს ტიპი აქ, წარმოდგენილია ტყის დერივატებსა და ვულკანოგენურ ქვათაყრილებს შორის. სამსარის მასივში ზ.დ. 2238 მ-ზე (38 T 0387003, UTM 4600689), და ვიდრე 2414 მ სიმაღლემდე, ქვათაყრილებს შორის მაღალბალახეულობას ქმნის- Senecio rhombifolius, Aconitum orientale, A. nasutum, Delphinium speciosum, Chamerion angustifolium, Veratrum lobelianum, Cephalaria gigantea, Eleutherospermum cicutarium (=Smyrnium cicutarium), Angelica purpurascens, Symphytum asperum, Seseli transcaucasicum, Agasyllis latifolia, Knautia montana. მაღალბალახეულობის მცენარეულობა უფრო მრავალფეროვანია ბაკურიანი-ცხრაწყაროს მიდამოებში ვიდრე მესხეთ-ჯავახეთში. ამას განაპირობებს მესხეთ-ჯავახეთის შედარებით მშრალი კლიმატი და ასევე ტყის ფართობის სიმცირე, რომელთანაც დაკავშირებულია მაღალბალახეულობის წარმოშობა და ფორმირება.


მიმაგრებული ფაილები:

Comparative analysis of Tall Herbaceous vegetation of Samtskhe-Javakheti and Bakuriani-Tskhratskaro Area [en]
მეცხეთ-ჯავახეთის და ბაკურიანი- ცხრაწყაროს მაღალბალახეულობის შედარებითი ანალიზი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com