ka | en
Company Slogan TODO

ვარძიის სამონასტრო კომპლექსის გეოლოგია და ბუნებრივი საფრთხეები

ავტორი: ბეჟან თუთბერიძე
საკვანძო სიტყვები: ვარძია, ტუფი, იგნიბრიტი
ანოტაცია:

ვარძიის ქვაში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი სამცხის პროვინციაში მდებარეობს, მდ მტკვრის მარ¬ც¬ხ¬¬ენა მხარეს, თურქეთ-საქართველის საზღვართან ახლოს, 1500მ. სიმაღლეზე. სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია მე-12 საუკუნის ბოლოს და მე-13 საუკუნის დასაყისში /1156-1203/; არის უნიკალური ძეგლი საქართ¬ველ¬ოს არ¬ქიტექტურაში. სამონასტრო კომპლექსი და მისი მიმდებარე ტერიტორია აგებულია ვულკანოგენური და ვულკანოგენურ-დამალექი წარმონაქმნებით; ეს ნალექები ცნობილია „გოდერძის წყების“ სახელით და გვიან მიოცენ-ადრე პლიოცენურად თარიღდება. სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია „გოდერძის წყების“ პიროკლასტური ქვეწყების- ე.წ. „ვარძიის ტიპის“ ტუფების ფენაში. მიკროსკოპული კვლევით ტუფებში გამო¬იყოფა: კრის¬ტალოკლასტური, ვიტრო¬კლასტური, ლითოკლასტური და მათი შერეული სახესხვაობები. ისინი ცნობილია როგორც იგნიმბრიტები. ტუფები ანდეზიტური და დაციტური შედგენილობის ტუფობრექჩიებით იფარება. ვარძიის სამონასტრო კომლექსის სტაბილურობას საფრთხეს უქნიდა და უქმნის დესტრუქციული ენდოგენური /მიწისძვრები, ტექტონიკური მოძრაობები/ და ეკზოგენური /ქარი, ტემპე¬¬რატურის მკვეთრი ცვალებადობა, ხშირი ძლიერი წვიმები, გრუნტისა და თოვლის დნობის წყლები და სხვ/ გეოლოგიური პროცესები: სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სეისმურად აქტიურ რეგიონში; 1283 წლის ძლიერი დამ¬ანგრეველი მიწისძვრისას კომპლექსის მთლიანი ფართის 2/3 ნაწილი დაზიანდა. საფრთხის მომტანია ტუფობრექჩიების წყებით აგებული, ნაპრალთა სისტემით და ეროზიული ხეობებით დანაწევრებული კლდო¬ვანი ციცაბო ფერდობები; ეროზიული პროცესები იწვევს წყების ამგები არაერთ¬გვაროვანი ქანების შერჩევით გამოფიტვა, რითაც ჩქარდება ფერდობის მდგრადობა-წონასწორობის რღვევის პროცესი და იქმნება მეწყრებისა და ზვავების წარმოქმნის რეალურ პირობები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სამონასტრო კომპექსის ტუფებში ქიმიური გამოფიტვის პროცესის დინამიკა, რადგან პროცესის შედეგი -თიხები/მონტმორილონიტი/ მნიშვნელოვნად ასუსტებს ქანის სტრუქტურას და ტუფების დაშლის რეალურ წინაპირობებს ქმნის.


მიმაგრებული ფაილები:

Geology of The monastery complex of Vardzia and natural hazards [en]
ვარძიის სამონასტრო კომპლექსის გეოლოგია და ბუნებრივი საფრთხეები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com