ავტორიზაცია
მობილური ტელეფონის გამოსხივების ზემოქმედების შესწავლა ადამიანის არაერთგვაროვან მოდელზე ხელის სხვადასხვა პოზიციის გათვალისწინებით
ავტორი: თამარ ნოზაძესაკვანძო სიტყვები: SAR; FDTD; ქალის მოდელი; ბავშვის მოდელი;
ანოტაცია:
რამდენადაც საკომუნიკაციო მოწყობილობები მოხმარებისას უშუალო სიახლოვესაა ადამიანთან, ამიტომ მნიშვნელოვანია უშუალოდ ადამიანის სიახლოვეს წარმოქმნილი ველების შესწავლა, მათი შესაძლო მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით. დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურია მობილური ტელეფონების და სხვა უკაბელო კავშირის საკომუნიკაციო მოწყობილობების მიერ გამოსხივებული EM ველების და მათი ადამიანზე შესაძლო გავლენის ეფექტების გამოკვლევა და უსაფრთხოების ნორმების დადგენა. ურთიერთქმედება EM ველისა და ბიოლოგიურ ობიექტს შორის დამოკიდებულია გამომსხივებლის მახასიათებლებზე: სიხშირეზე, მის მდებარეობასა და ორიენტაციაზე ობიექტის მიმართ; გამოსხივებული ტალღის ფორმასა და EM ველის ამპლიტუდურ მნიშვნელობაზე, ისევე როგორც ენერგიის შთანთქმისა და შენახვის უნარზე ბიოლოგიური ორგანიზმის მიერ. ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის შთანთქმა განსაზღვრულია როგორც სიდიდე - შთანთქმის კუთრი კოეფიციენტი (ვტ/კგ) (SAR - Specific Absorption Rate), რომელიც გვიჩვენებს დროის ერთეულში მასის ერთეულის მიერ შთანთქმულ ენერგიას. ნაშრომის ძირითადი მიზანია მობილური ტელეფონით გამოსხივებული ელექტრომაგნიტური (EM) ველის ზემოქმედების შესწავლა ადამიანის, კერძოდ ქალის და ბავშვის, არაერთგვროვან ანატომიურ მოდელებზე, ხელის გარეშე და ხელის (თითების) სხვადასხვა პოზიციის შემთხვევაში, 900 MHz, 1900 MHz და 3700 MHz გამოსხივების სიხშირეებზე. კვლევის ამოცანაა FDTD მეთოდით ადამიანის ქსოვილში შთანთქმული EM ველის ენერგიის (SAR) განსაზღვრა და ამ შთანთქმით გამოწვეული ტემპერატურის მატების შეფასება.