ka | en
ავტორიზაცია
რენტგენის სხივების რეზონანსული და არარეზონანსული მაგნიტური გაბნევის მეთოდი
ავტორი: გიორგი ხაზარაძეანოტაცია:
მეოცე საუკუნის დასაწყისიდან კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ნივთიერებების სტრუქტურისა და დინამიკის შესწავლა. დღესდღეობით რენტგენის სხივების რეზონანსული და არარეზონანსული გაბნევის ტექნიკა ფართოდ გამოიყენება მაგნიტური ნივთიერებების შესასწავლად. ამ ნაშრომში განხილულია ამ მეთოდების პრინციპები. ასევე ნაჩვენებია მათი გამოყენებით მიღებული რამდენიმე ექსპერიმენტული შედეგი.