ka | en
Company Slogan TODO

LIGO-ს შემთხვევა GW150914 მემბრანული მოდელების კონტექსტში

ავტორი: მერაბ გოგბერაშვილი
საკვანძო სიტყვები: მემბრანული მოდელები, გრავიტაციული ტალღები
ანოტაცია:

ჩვენ ვიხილავთ LIGO-ს სიგნალს GW150914 მემბრანული მოდელების სცენარის ფარგლებში. ამ მოდელებში გრავიტონების ნულოვანი მოდები ჩაჭერილი არიან მემბრანაზე არაწრფივი გრავიტაციული ეფექტის გამო, რის გამოც გრავიტაციული ტალღებო შესაძლოა აირეკლონ მემბრანის ორივე ზედაპირიდან. თუ ეს არეკლილი ტალღები მემბრანაზე შექმნიან ინტერფერენციულ სურათს, მაშინ ის შესაძლოა დააფიქსირონ დიდი ზომის დეტექტორებმა ტალღების ინტენსივობის სივრცული ვარიაციის გამო. მაგალითად ჩვენ განვიხილავთ LIGO-ს შემთხვევას GW150914 როგორც მემბრანაზე, ან მის გარეთ, მძლავრი გრავიტაციული წყაროს მიერ გამოსხივებული დარტყმითი გრავიტაციული ტალღის მემბრანის კედლებიდან არეკვლით მიღებული ინტერფერენციული სურათის გამოვლინებას. ჩვენ ასევე ვაჩვენებთ, რომ ამ მოვლენასთან ასოცირებული Fermi-ს მიერ დაფიქსირებული გამა აფეთქების დროში დაგვიანება შესაძლოა გამოყენებული იქნას მემბრანის სივრცით სიმრუდეზე შეზღუდვების მისაღებად სფერული მემბრანული სამყაროს მოდელში.


მიმაგრებული ფაილები:

The LIGO Event GW150914 Within the Braneworld Scenario [en]
LIGO-ს შემთხვევა GW150914 მემბრანული მოდელების კონტექსტში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com