ka | en
Company Slogan TODO

სელური პროცესები და მათი გამომწვევი გეოლოგიური საფუძვლები (მდ.დურუჯის აუზის მაგალითზე)

ავტორი: კარლო აქიმიძე
თანაავტორები: გიორგი კიკოლაშვილი
საკვანძო სიტყვები: სელი, ქვიშაქვა, სტრუქტურა, დურუჯი
ანოტაცია:

საქართველო რთული გეოლოგიური აგებულების მაღალმთიანი, მთა-გორიანი ქვეყანაა, რაც იწვევს ისეთი ბუნებრივი კატასტროფული პროცესების ფორმირებას როგორიცაა წყალდიდობა, ზვავი, მეწყერი, ღვარცოფი(სელი) და სხვა. ჩამონათ¬ვა¬ლი-დან ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენა -სელია.ეს არის წყლით გაჟღენთილი ქვა-ქვიშისა და თიხნარის ნაკადი ხეებისა და ბუჩქნარის მერქანით, ფესვებითა და ზოგჯერ რიგი სხვა ჩანართებით. სელური ნაკადის ფორმირებას იწვევს საშუალო, ან მაღალი კუთხით დაქანებლი რელიეფის პირობებში დიდი რაოდენობით წარმოშობილი ელუვიურ-დელუვიურ-პროლუვიური ნალექების წყლით გაჟღენთვა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ძლიერი და ხანგრძლივი წვიმებით, ინტენსიური თოვლის, ან ყინულის დნობით, წყლის საგუბარების გარღვევით და სხვა. ღვარცოფული (სელური) ნაკადებისთვის დამახასიათე-ბელია მოულოდნელობა და დროში ხანმოკლე განვითარება; მას ახასიათებს მოძრაობის დიდი (10 მ/წმ და მეტი) სიჩქარე და მაღალი დარტყმითი-დამანგრეველი ენერგია, რაც მისი ჯამური (0.1-1.5 მილ. მ3) მასითა და მასში ატივტივებული (3-10 ტ. და მეტი წონის) ლოდნარით არის გამოწვეული. სელი გადაადგილების გზაზე-ვიწრო ხეობაში ტოვებს ღრმად ჩაჭრილ კალაპოტს, ხოლო ხეობიდან გასვლის შემდეგ მოვაკებული რელიეფის პირობებში იშლება, შეუძლია მძლავრი გამოტანის კონუსიგააკეთოს და ჩამონატანით გადაფაროს, როგორც იმ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები, ისე სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, გამოიწვიოს პირუტყვისა და ადამიანთა მსხვერპლი. სელურ პროცესებს ახასიათებს პერიოდულობა, რომელიც შეიძლება შეადგენდეს20-30 და მეტ წელს; ამასთან ზოგ რეგიონში ფიქსირდება სეზონური პერიოდულობაც.პროცესის გამომწვევი უმთავრესი ფაქტორი - რაიონის გეოლოგიური აგებულებაა, რომელიც აყალიბებს - მეორე განმსაზღვრელ ფაქტორს-პროცესის მკვებავი კერის რელიეფსაც; ასევე მნიშვნელოვანიარელიეფის ამგები პირველადი ქანების შედგენილობა, მათი გამძლეობა-მიდრეკილება ფიტვისადმი და ატმოსფერული ნალექების ინტენსიურობის სეზონური ცვლის ხასათი. კახეთის რეგიონში სელური პროცესების ხელშემწყობი ფაქტორების ყველაზე უკეთესი დამთხვევა სწორედ მდ. დურუჯის აუზში დაიკვირვება, რაც აისახება კიდეც პროცესის არაერთჯერად გააქტიურებაში. წარმოდგენილ მოხსენებაში დეტალურად იქნება განხი¬ლუ-ლი, როგორც რეგიონული ფაქტორები, ისე დურუჯისაუზისსელური პროცესების მკვებავი გეოლოგიურ- გეომორფოლოგიური საფუძვლები, მათაუზისაუზისი წარმოშობის მიზეზები და ღვარცოფის საწინააღმდეგო ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც აქ ტარდებოდა 1906 წლიდან,გასული საუკუნის 90-იან წლებამდე და რომლებიც ამჯამად არის ჩასატარებელი.


მიმაგრებული ფაილები:

Origination of Mudflow Processes.Geological FactorsCausing the Processes (By the Example of Duruji River Basin) [en]
სელური პროცესები და მათი გამომწვევი გეოლოგიური საფუძვლები (მდ.დურუჯის აუზის მაგალითზე) [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com