ka | en
Company Slogan TODO

მდინარე არღუნის აუზის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება

ავტორი: გიორგი დვალაშვილი
თანაავტორები: შამილ შეთეკაური, ვაჟა ტრაპაიძე, ტოლხა შეთეკაური, იოსებ ალბუთაშვილი
საკვანძო სიტყვები: მდინარე, ღვარცოფი, მყინვარი. ნაზვავი, ქედი
ანოტაცია:

მდინარე არღუნის აუზი საქართველოს ფარგლებში ორი ძირითადი მდინარით არის წარმოდგენილი თვით არღუნი და მისი მარჯვენა შენაკადი მდ. ანდაქი, რომელიც მდ. არღუნზე გრძელია. არღუნის და ანდაქის ხეობები სამხრეთიდან კავკასიონის წყალგამყოფი ქედით ისაზღვრება, დასავლეთიდან ხევსურეთის ქედით, აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აღმოსავლეთიდან აწუნთას და მუცოს ქედებით. არღუნის და ანდაქის მდინარეთა აუზებს ერთმანეთისაგან არდოტის ქედი გამოყოფს. ეს ორი მდინარე ერთმანეთს ადგილ ანატორსთან ერთვის (1334 მ ზ.დ.). ხეობები რელიეფში ღრმად არის ჩაჭრილი (1500-2000 მ). მორფოლოგიურად ისინი V-სებრია, ზოგან ვიწროა და ანტეცენდენტური. რელიეფი აგებულია ქვედა იურული ასპიდური თიხაფიქლებით, ფიქლებით და ქვიშაქვებით. მდინარე ანდაქის აუზში სტიქიური პროცესები აქტიურად განვითარდა 2015 წელს. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონედან აღმოსავლეთით 4 კილომეტრზე, მდინარე ხონისწყლის მარცხენა შენაკადის ჰუროსწყლის ხეობაში მდებარე ნასოფლარ ჰოროს ტერიტორიაზე 2015 წლის 30 მაისს, ღამით, ხეობაში მეწყრულ-კლდეზვავური ტიპის ჩამოქცევა და ღვარცოფის ტრანსფორმაცია მოხდა. ნაზვავის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელი მოყვა. გაწმენდით-საძიებო სამუშაოებს მაშველები 700 მეტრის სიგრძეზე ჩამოწოლილ, 8-9 მეტრის სიღრმის ნაზვავში ახორციელებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა მეწყერში მოყოლილი გიორგი შეთეკაურის ცხედარი 12 ივნისს, დილით აღმოაჩინეს. სტიქიური მოვლენები განმეორდა 2015 წლის აგვისტოშიც, მდინარე ხონესწყლის ხეობაში რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ღვრცოფულმა ნაკადმა საავტომობილო გზა და ხიდები მთლიანად გაანადგურა, აგრეთვე დიდი ზიანი მიაყენა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონესჭალა, ხოლო სოფელ ხონესთან დამაკავშირებელი გზები ფაქტობრივად განადგურდა და სოფელი დღემდე მოწყვეტილია გარე სამყაროს.


მიმაგრებული ფაილები:

Geoecological value of the relief of the gorge of the river Arghuof [en]
მდინარე არღუნის აუზის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com