ka | en
Company Slogan TODO

ჰოკრილას მადანგამოვლინების გეოლოგია და მადნიანობა

ავტორი: დავით მაქაძე
საკვანძო სიტყვები: ოქრო, პოლიმეტალური, ზემო-სვანეთი
ანოტაცია:

ზემო სვანეთის ტერიტორია, როგორც ოქრო-პოლიმეტალურ გამადნებაზე პერსპექტიული რეგიონი გეოლოგების ყურადღებას მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან იპყრობს. 80-იან წლებში, საკენის ინტრუზივის პერიფერიულ ნაწილში ალიბეგის რეგიონალური რღვევის გასწვრივ, აღმოჩენილი იქნა მძლავრი გაკვარცებული სერიციტიზირებული და ქლორიტიზირებული ზონა ოქროს მაღალი შემცველობებით. ზემო სვანეთის ტერიტორიაზე მსგავს გეოლოგიურ პირობებში გამოვლენილია რამოდენიმე მადანგამოვლინება, მათ შორისაა თეთნაშერას, ჰოკრილას, მემულის, ცხვანდირის უბნები. აქედან ყველაზე კარგად შესწავლილი და დღეისათვის ყველაზე პერსპექტიულია ჰოკრილას მადანგამოვლინება. იგი შიშვლდება მდ. ჰოკრილას მარცხენა ფერდობზე და ძირითადად განვითარებულია ტექტონიზირებულ, დანაპრალიანებულ და გრეიზენიზირებულ გრანიტ-მიგმატიტური კომპლექსის ქანებში. მადნიანი მინერალიზაციის ზონების გავრცელების ფარგლებში შიშვლდება ალიბეგის რეგიონალური რღვევა, რომელიც მადანმაკონტროლებელია. რღვევის ჩრდილოეთი და სამხრეთი ბლოკები სხვადასხვა ქანებისაგანაა აგებული. რღვევის სამხრეთით შიშვლდება საკენის ინტრუზივი, რომელიც სოფიის ბლოკის შემადგენლობაში შედის, ხოლო ჩრდილოეთით გრანიტ-მიგმატიტური სერია, რომელიც თებერდის ბლოკს მიეკუთვნება. მადანშემცველი ზონა გაიდევნება დაახლოებით 2-3კმ-ზე, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე (500მ) მის ცენტრალურ ნაწილში აღინიშნება (მდ. ქვანის ჭრილი), ხოლო დასავლეთით და აღმოსავლეთით მისი სიმძლავრე მცირდება 150-200მ-დე. მადნების ტექსტურებს შორის გამოიყოფა კოკარდული, ძარღვაკულ-ჩანაწინწკლი, ზოლებრივი ტექსტურები. მადნეული მინერალებია: ოქრო, შეელიტი, ანთიმონიტი, არსენოპირიტი, სფალრიტი, გალენიტი. ჰოკრილას მადანგამოვლინებაზე მადანწარმომშობი პროცესების ოთხი სტადია გვაქვს: კვარც-შეელიტური, კვარც-პოლისულფიდური ოქროთი, კვარც-ანთიმონიტური კვარც-ოქროიანი. მადანგამოვლინებაზე ოქროს შემცველობა ზოგიერთ უბანზე 30გ/ტ აღწევს, ხოლო საშუალო შემცველობა 6.1 გ/ტ-ს ფარგლებშია.


მიმაგრებული ფაილები:

ჰოკრილას მადანგამოვლინების გეოლოგია და მადნიანობა [ka]
Geology and Mineralization of Hokrila Ore-Occurrence [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com