ka | en
Company Slogan TODO

თახვების შეჯვარების გენეტიკური მახასიათებლები

ავტორი: Inga-inga90 Shavadze
საკვანძო სიტყვები: Castor, თახვები, SNP, სოციალური მონოგამი, გენეტიკური მონოგამი
ანოტაცია:

ძუძუმწოვრებში, განსაკუთრებით მღრღნელებში, პრიმატებსა და ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში სოციალური მონოგამი ნაპოვნია მხოლოდ 3-5% სახეობაში, ხოლო გენეტიკური მონოგამი არის შედარებით იშვიათი. ცნიბილია, რომ თახვები (გვარი Castor) მიეკუთვნებიან მონოგამურ სახეობებს. წარმოდგენილ ნაშრომში ჩვენ გამოვიკვლიეთ თახვების გენეტიკური შეჯვარების სისტემა, სოციალური მონოგამი ევროპული თახვების დაკვირვებით და კვლევით. შესწავლილ იქნა დამატებით წყვილთა შეჯვარება ევროპულ თახვებში (Extra pair copulation in Eurasion beaver EPC). თახვების კვლევა, მონიტორინგი და სინჯების აღება ხდებოდა 1998 წლიდან დღემდე ნორვეგიის ერთერთ რეგიონში, სამხრეთ დასავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ. ჩვენ გამოვიყენეთ 30 ერთი ნუცლეოტიდის პოლიმორფიზმი (Single Nucleotide Polymorphysm SNP), რათა გამოგვეკვლია დამატებით წყვილთა შეჯვარება ევროპულ თახვებში. კვლევა ჩატარდა 100 თახვზე ( 44 შთამომავალი და 55 დომინანტი ინდივიდი, რომლებიც ცხოვრობდნენ 10 ოჯახის ჯგუფში). 30 SNP-დან გამოვიყენეთ მხოლოდ ის 27 SNP რომლებზეც მივიღეთ უტყუარი შედეგი. ჩვენ ვერ ვიპოვეთ ვერცერთი შემთხვევა დამატებითი წყვილის შეჯვარებისა ევროპულ თახვებში. ამ კვლევაზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ევროპული თახვები არიან მკაცრი მონოგამი სახეობები. გენეტიკური კვლევის შედეგი და დაკვირვების შედეგი არის თანხვედრაში.


მიმაგრებული ფაილები:

თახვების შეჯვარების გენეტიკური მახასიათებლები (Castor fiber) [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com