ka | en
Company Slogan TODO

საფერავის ფლავონოიდების ადმინისტრაცია ამცირებს ქცევითი კრუნჩხვების რაოდენობასა და ხანგრძლივობას ვირთაგვებში: თავის ტვინის NO სისტემის როლი საფერავის ფლავონოიდების ანტიეპილეფსიურ ეფექტებში

ავტორი: ნანული დორეული
თანაავტორები: მარიამ ქურასბედიანი, ბუციკო ჩხარტიშვილი, მანანა ჩიქოვანი, როზა ბუკია, მილიცა სვანიძე, გია ქუთელია
საკვანძო სიტყვები: ფლავონოიდები, საფერავი, ქვერცეტინი, აზოტის ოქსიდი, ეპილეფტოგენეზი
ანოტაცია:

ტემპორალური წილის ეპილეფსია(ტწე) კრუნჩხვითი პათოლოგიაა, რომელიც სუსტად იმართება ანტიკონვულსანტებით[1]. ეპილეფტოგენეზში აღნიშნულია პლასტიკური ცვლილებები, რაც განაპირობებს კოგნიტურ/ფსიქიკურ დარღვევებს. მისი კულმინაციაა სპონტანური განმეორებადი კრუნჩხვების ჩამოყალიბება. ეპილეფტოგენეზი აზიანებს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, აღნიშნულია ნეიროდეგენერაცია/ინფლამაცია, ნეიროგენეზი და სინაფსური რეორგანიზაცია[2]. კვლევებით ნაჩვენებია, რომ ეპილეფტოგენეზი იწვევს ანტიოქსიდანტური სტატუსის შემცირებასა და აზოტის ოქსიდის(NO) წარმოქმნის გაძლიერებას[3]. ტწე-ის მკურნალობის ახალი მიდგომების შემუშავებისას მნიშვნელოვანია ფლავონოიდები, რადგან ისინი ბოჭავენ რეაქტიული ჟანგბადის ფორმებს, თრგუნავენ პათოლოგიურ NO. ჩვენს მიერ ნაჩვენებია საფერავის ფლავონოიდების(სფ) ანტიოქსიდანტური შესაძლებლობები: სფ ამცირებდა ასაკთან დაკავშირებულ მალონდეალდეჰიდის ზრდას, იწვევდა კაინის მჟავას ეპილეფსიური სტატუსით(კმ-ეს) განპირობებული ქცევითი და მეხსიერების დარღვევის კორექციას. კვლევის მიზანი იყო ეპილეფტოგენეზის ადრეულ სტადიაზე ვირთაგვების სფ-ის გავლენის განსაზღვრა (8 დღე, დღიური დოზა 25მგ/კგ. კაინის მჟავას-15მგ/კგ ი.პ. შეყვანის შემდეგ) კრუნჩხვითი შეტევების რაოდენობასა და ხანგრძლივობაზე და ქვერცეტინისა და L-NAME-ს (NO-სინთეტაზას არასელექციური ბლოკატორი)(8 დღიანი შეყვანა, 25მგ/კგ და 40მგ/კგ, შესაბამისად) ეფექტებთან შედარება. ქცევითი კრუნჩხვების აღრიცხვა ხდებოდა ღია ველისა და T-ლაბირინთის ტესტებში. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სფ-ით კვება ამცირებს კმ-ეს-ით გამოწვეულ ქცევით დარღვევებს: კრუნჩხვების რაოდენობა და ხანგრძლივობა სტატისტიკურად სარწმუნოდ მცირდება, რაც კორელაციაშია დასწავლა/მეხსიერების პარამეტრების ცვლილებასთან. ქვერცეტინის ეფექტები ეპილეფსიით გამოწვეულ დარღვევებთან მიმართებაში უფრო სუსტად იყო გამოხატული. L-NAME ამცირებდა კრუნჩხვების რაოდენობასა და ხანგრძლივობას, მაგრამ აძლიერებდა ეპილეფსიით განპირობებულ მეხსიერების დარღვევას. შესრულებულია რუსთაველის ფონდის გრანტის FR/617/7-270/13 ფარგლებში.


მიმაგრებული ფაილები:

Administration of Saperavi flavonoids (SF) to the rats reduces the number and duration of behavioral seizures: involvement of the brain NO system in antyseizure effects of SF [en]
საფერავის ფლავონოიდების ადმინისტრაცია ამცირებს ქცევითი კრუნჩხვების რაოდენობასა და ხანგრძლივობას ვირთაგვებში: თავის ტვინის NO სისტემის როლი საფერავის ფლავონოიდების ანტიეპილეფსიურ ეფექტებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com