ავტორიზაცია
გათბობისა და გაგრილების ენერგიის მოთხოვნილების შეფასების მეთოდი
ავტორი: გიორგი ჩართოლანისაკვანძო სიტყვები: ტემპერატურა, გათბობა, გაგრილება
ანოტაცია:
ენერგიის რაციონალური გამოყენება და ენერგიის მოხმარების ეკოლოგიური პრობლემების მართვა გადამწყვეტია ხარჯების შემცირებისათვის და საზოგადოებისათვის მაქსიმალური სარგებელის მიღებისათვის. წარმოდგენილი კვლევის მიზანია გაგრილებისა და გათბობის გრადუს დღეების მეთოდის გამოყენების განხილვა, რათა შეფასდეს მოთხოვნილება ენერგიის მოხმარებაზე საქართველოს სხვადასხვა ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებში. გათბობისა და გაგრილების გრადუს დღეები ასახავს იმ ენერგიას, რაც საჭიროა შენობის გათბობის ან გაგრილებისათვის კომფორტულ ტემპერატურამდე, იმის გათვალისწინებით რამდენად ცივა თუ ცხელა შენობის გარეთ. გათბობის გრადუს დღეების (HDDs) გამოთვლისას, ბაზურ ტემპერატურას აკლებენ ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურას და მხედველობაში იღებენ მხოლოდ დადებით მნიშვნელობებს. ბაზურ ტემპერატურად განიხილება ის გარე ტემპერატურა, რომელზე უფრო მაღალი ტემპერატურისას არ არსებობს არავითარი აუცილებლობა შენობის გათბობისა. გაგრილების გრადუს დღეების (CDDs) გამოთვლისას მხედველობაში იღებენ ბაზურ ტემპერატურაზე უფრო მაღალ ტემპერატურებს. ამ დროს, ბაზურ ტემპერატურად განიხილება ის ტემპერატურა, რომელზე უფრო დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში შენობა არ საჭიროებს გაგრილებას. ამგვარად, საქართველოს მეტეოროლოგიური სადგურების ტემპერატურის მონაცემების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ ყოველთვიური და წლიური რაოდენობა გაგრილების და გათბობის გრადუს დღეებისა საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ პირობებში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების გათვალისწინებით.
მიმაგრებული ფაილები:
Method to Estimate Heating and Cooling Energy Demand [en]გათბობისა და გაგრილების ენერგიის მოთხოვნილების შეფასების მეთოდი [ka]