ka | en
Company Slogan TODO

მკერდის სიმსივნის საწინააღმდეგო თანამედროვე იმუნოთერაპია და ბიოტქნოლოგიური მიდგომები

ავტორი: კახა მჭედლიშვილი
თანაავტორები: ნინო ლელაძე
საკვანძო სიტყვები: მკერდის კიბო, იმუნოთერაპია, ნანონაწილაკები
ანოტაცია:

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილობის მაჩვენებლებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სამწუხაროდ ონკოლოგიის სფეროში კვლავ აღინიშნება დაავადებების სიხშირის ზრდის ტენდეცია. ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად ვლინდება ონკოლოგიური დაავადების 9 მილიონი ახალი შემთხვევა, ხოლო მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებით აღრიცხვაზე მყოფ ადამიანთა რიცხვი მთლიანად შეადგენს 60 მილიონს. ონკოლოგიაში სადღეისო მიღწევები იძლევა გარკვეულ ეფექტური მკურნალობის საშუალებებს, თუმცა ძირითადი აქცენტი კეთდება პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე და არა სრულ განკურნებაზე. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. არსებული მიღწევები ვერ იძლევა ეფექტური მკურნალობის საშუალებას ძლიერი გვერდითი მოვლენების გარეშე. ამიტომ საჭიროა ახალი მიდგომების მოფიქრება და არსებული მეთოდების დახვეწა. იმუნომოდულაცია ერთერთია იმ მრავალ მეთოდს შორის, რომელიც თანამედროვე მედიცინაში სხვადასხვა სახის სიმსივნის სამკურნალოდ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება. სიმსივნის იმუნოლოგიის შესახებ სამეცნიერო ცოდნის დაგროვებასთან ერთად, იზრდება იმუნოთერაპიის როლი სიმსივნის მკურნალობაში. უდიდესი წინსვლები იქნა მიღწეული ჰემატოლოგიური მალიგნიზაციის, მიელომისა და სხვადასხვა ტიპის სიმსივნის წინააღმდეგ თერაპიაში. დაგროვილი მონაცემები გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ მყარი ორგანოების სიმსივნეების მკურნალობაში, მკერდის სიმსივნის ჩათვლით, იმუნომოდულაცია ეფექტური იქნება. კლინიკურ კვლევებში ნანახია თერაპიის დადებითი შედეგები, თუმცა შედეგის მომცემი იმუნური მექანიზმები ბოლომდე ცნობილი არ არის და დამატებით შესწავლას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ბოლო წლების მანძილზე გაუმჯობესდა და კომპლექსური თერაპიის ახალი მეთოდები დაინერგა, არსებული სტატისტიკა უცვლელი რჩება. მკერდის სიმსივნის სამკურნალოდ, სტადიის გათვალისწინებით, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, რადიო, ქიმიოთერაპიასა ან/და ჰორმონულ თერაპიას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქიმიოთერაპია ხასიათდება არასელექტიურობითა და არასასურველი გვერდითი ეფექტებით. ხოლო რადიოთერაპიის გამოყენება შეზღუდულია სიმსივნის ლოკალიზაციით და მეტასტაზების არსებობის შემთხვევაში არაეფექტურია. რაც შეეხება ჰორმონოთერაპიას, იგი მხოლოდ ჰორმონული დარღვევით გამოწვეული მკერდის სიმსივნის მკურნალობისას არის ეფექტური. ამიტომ აუცილებელია გამოინახოს სხვა გზები, რომელიც უფრო ეფექტურად იმოქმედებს. იმუნომოდულაციის გარდა არსებობს სხვა ბიოტექნოლოგიური მიდგომები, რომლებსაც ანტისიმსივნურ თერაპიაში იმედის მომცემი ეფექტები გააჩნია. ასეთი მეთოდია ნანონაწილაკებისა და ანტისიმსინვნური პრეპარატების კომბინაცია, მაგნიტური ნანონაწილაკებით გამოწვეული ჰიპერთერმია, ოქროს ნანონაწილაკებით სიმსივნური უჯრედის პირდაპირი სელექტიური მოკვდინება და სხვა.


მიმაგრებული ფაილები:

მკერდის სიმსივნის საწინააღმდეგო თანამედროვე იმუნოთერაპია და ბიოტქნოლოგიური მიდგომები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com