ka | en
ავტორიზაცია

განაწილების სიმკვრივის გულოვანი შეფასებათა გადახრების შესახებ p≥2 დამოუკიდებელ შერჩევაში
ავტორი: ელიზბარ ნადარაიათანაავტორები: პეტრე ბაბილუა
საკვანძო სიტყვები: ჰიპოთეზა, კრიტერიუმი, სიმძლავრე, დაახლოებადი ალტერნატივა, პიტმანის შეფასება, ხი-კვადრატ კრიტერიუმი
ანოტაცია:
აგებულია ერთგვაროვნების და თანხმობის ჰიპოთეზების შემოწმების ახალი კრიტერიუმები და მოძებნილია ამ კრიტერიუმების ასიმპტოტური სიმძლავრე პიტმანის ტიპის ალტერნატივებისათვის.აგებული კრიტერიუმები შედარებულია კლასიკურ პირსონის ხი-კვადრატ კრიტერიუმთან. ცალკე იქნა გამოკვლეული ხი-კვადრატ კრიტერიუმის ზღვარითი განაწილების პრობლემა, როდესაც ინტერვალის დაყოფათა რიცხვი და შერჩევის მოცულობა ერთდროულად მიისწრაფიან უსასრულობაში. გარდა ამისა გამოკვლეულია ხი-კვადრატ კრიტერიუმის ასიმპტოტური სიმძლავრე პიტმანის ტიპის ალტერნატივებისათვის.