ავტორიზაცია
მექანიკური ანიზოტროპიის მდგომარეობაში მყოფი სუპერპარამაგნეტიკების დამაგნიტება
ავტორი: სიმონ ჩხაიძეთანაავტორები: ა. უგულავა, ზ. როსტომაშვილი
საკვანძო სიტყვები: ფერომაგნეტიზმი, სუპერპარამაგნეტიზმი, ნანონაწილაკები
ანოტაცია:
ნანონაწილაკთა სისტემაში ძლიერი მაგნიტური ანიზოტროპიის არსებობამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სუპერპარამაგნეტიკების დამაგნიტების პროცესზე. მაგრამ, თუ ნანონაწილაკთა მაგნიტური ანიზოტროპიის ღერძები ორიენტირებულია ქაოსურად, მაშინ მაგნიტურმა ანიზოტროპიამ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს დამაგნიტების პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს ლანჟევენის კლასიკური თეორიის თანახმად. თუ ნანონაწილაკთა ღერძები დაპოლარებულია (მექანიკური ანიზოტროპია), მაშინ დამაგნიტების მრუდი მნიშვნელოვნად განსხვავდება ლანჟევენის მრუდისაგან. ნაჩვენებია, რომ სუპერპარამაგნეტიკის დამაგნიტების მრუდი მექანიკური ანიზოტროპის არსებობისას ძევს ლანჟევენისა და ჰიპერბოლური ტანგენსის მრუდებს შორის და ანიზოტროპიის ზრდასთან ერთად სულ უფრო უახლოვდება ჰიპერბოლურ ტანგენსს. ნაჩვენებია აგრეთვე, რომ ფხვნილისებრი სუპერპარამაგნეტიკების შემთხვევაში მექანიკური ანიზოტროპიის არსებობა იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებას კიურის კონსტანტაში.