ka | en
Company Slogan TODO

ოთხნიშნა მულტიმოდალური ეპისტემიკური ლუკასევიჩის ლოგიკა კონსტანტებით

ავტორი: მარიამი მათეშვილი
საკვანძო სიტყვები: ლუკასევიჩის ლოგიკა, პოსტის ლოგიკა, ეპისტემიკური ლოგიკა
ანოტაცია:

ნაშრომში განვითარებულია ოთხნიშნა მულტიმოდალური ეპისტემიკური ლუკასევიჩის ლოგიკა კონსტანტებით EŁ 4 c (n), რომელიც ოთხნიშნა ლუკასევიჩის ლოგიკის Ł 4 გაფართოვებაა, რომლის ენა გაფართოვებულია ნულარული და უნარული კავშირებით; ამავე დროს განვითარებულია ამ ლოგიკების შესაბამისი ალგებრული თეორია. უნარული კავშირები ინტერპრეტირებულია როგორც მოდალური ოპერატორები (ცოდნის ოპერატორები). ეს ლოგიკა განსაზღვრულია აქსიომატიკურად და დამტკიცებულია სისრული თეორემა შესაბამისი ალგებრათა მრავალსახეობის მიმართ. აღვნიშნოთ, რომ მოცემული ლოგიკა გამოიყენება იმუნური სისტემის შესწავლაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com