ka | en
Company Slogan TODO

უწყვეტ გარემოთა მომენტური თეორია

ავტორი: მირანდა გაბელაია
საკვანძო სიტყვები: მოცულობითი მომენტი, მომენტური ძაბვის ვექტორი, შინაგანი ბრუნვა
ანოტაცია:

სამეცნიერო ლიტერატურაში დრეკადობის მომენტური თეორია გვხვდება სხვადასხვა სახელწოდებით: ასიმეტრიული დრეკადობის თეორია, კოსერების (ჩოსსერატს’) თეორია, დრეკადობის თეორია ნაწილაკების ბრუნვითი ზემოქმედებით, მიკროპოლარული დრე-კადობის თეორია, არალოკალური დრეკადობის თეორია, მეორე კლასის გარემოთა დრეკადობის თეორია. დრეკადობის მომენტური თეორია არ წარმოადგენს კლასიკური დრეკადობის თეორიის მათემატიკურ განზოგადებას თეორიული ინტერესიდან გამომდინარე. მის შექმნას ბიძგი მისცა, მაგალითად, იმან, რომ მოკლე აკუსტიკური ტალღების გავრცელება მაღალი რიგის პოლიმერებში და სხვა მსხვილ მარცვლოვან სხეულებში არადამაკმაყოფილებლად აღიწერება კლასიკური დრეკადობის თეორიის ფარგლებში.


მიმაგრებული ფაილები:

უწყვეტ გარემოთა მომენტური თეორია [ka]
The Micropolar Theory of Elasticity [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com