ka | en
Company Slogan TODO

აგრესიული სოციალური გარემო, სტრესი და მკვლელი და თვითმკვლელი ორგანიზმების ფორმირება

ავტორი: ნუგზარ ალექსიძე
თანაავტორები: ნუგზარ ალექსიძე
საკვანძო სიტყვები: აგრესია, მკვლელობა, თვითმკვლელობა
ანოტაცია:

აგრესიული სოციალური გარემო და სტრესი ნეიროქიმიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება. ფსიქოემოციური დარღვევები რაც შეინიშნებოდა საქართველოში ოთხმოცდაათიან წლებში უსინათლობის, სიცივისა და სოციალური იზოლაციის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა მკვლელობისა და თვითმკვლელობის შემთხვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა ცვლილებები ბიოგენური ამინების განაწილებაში ვირთაგვების სიბნელეში (1/23), სიცივესა და სოციალური იზოლაციის პირობებში ერთი თვის განმავლობაში განთავსების შემდეგ. დადგენილ იქნა, რომ ასეთ პირობებში ვირთაგვების დაყოვნებისას შუა ტვინში, ჰიპოთალამუსსა და ჰიპოკამპში სეროტონინის რაოდენობა, საკონტროლოსთან შედარებით 50-70% მცირდება და სეროტონინი ვაღიარეთ როგორც აგრესიის კორელატი. მას შემდეგ, რაც ბოლო ხანებში თინეიჯერებში გახშირდა მკვლელობის შემთხვევები, ჩვენ შევისწავლეთ სასქესო ჰორმონების გავლენა აგრესიული ორგანიზმის ფორმირებაზე, ვინაიდან სწორედ ამ ასაკში აღინიშნება მნიშვნელოვანი ძვრები ჰორმონების რაოდენობრივ განაწილებაში. ამ მიზნით მოვახდინეთ ვირთაგვების დაკოდვა და მათი ტესტირება თაგვებისა და ბაყაყების მიმართ მკვლელობაზე. დაკოდვის შემდეგ, ვირთაგვები ტოლერანტულები გახდნენ მათ მიმართ, მკვლელობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, მამრობითი სასქესო ჰორმონის ტესტოსტერონის ინიექციის შედეგად კვლავ აღინიშნა თაგვებისა და ბაყაყების მიმართ აგრესია და მკვლელობის შემთხვევები. პრევენციის მიზნით მოვახდინეთ ვირთაგვების დაღლა წყლის აბაზანაში ცურვით და შემდეგ ვაკვირდებოდით მათ ქცევებს. დაღლის შემდეგ ვირთაგვები კვლავ ტოლერანტული გახდნენ თაგვებისა და ბაყაყების მიმართ და მკვლელობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღნიშნულიდან გამომდინრე დავასკვენით, რომ სკოლებში გაკვეთილებს შორის უნდა გაძლიერდეს ფიზიკური დატვირთვები, რათა თავიდან ავიცილოთ თინეიჯერებზე ფერომონებისა და სასქესო ჰორმონების გამაღიზიანებელი ზეგავლენა. აგრესიული ორგანიზმების გამოსავლენად ლექტინების გამოყენებით დავამუშავეთ მეთოდი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია აგრესიული ორგანიზმების გამოვლენა და მათი შემდგომი მკურნალობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com