ავტორიზაცია
აქტიური რიბოსომული ქრომატინის 3D ორგანიზაცია UBF-ს ელქექტრონული ტომოგრაფიის მეთოდის გამოყენებით
ავტორი: პავლე ჭელიძეთანაავტორები: დ. პლოტონი
საკვანძო სიტყვები: ბირთვაკი, ფიბრილარული ცენტრი, UBF, ელქექტრონული ტომოგრაფია, აქტიური რიბოსომული ქრომატინი
ანოტაცია:
მოცემულ შრომაში ჩვენ შევიმუშავეთ საიმედო ტექნიკა, რომელიც დაფუძნებულია STEM ელექტრონულ ტომგრაფიაზე. იგი გამოიყენება მაღალი ხარისხის 3D გამოსახულების მისაღებად UBF-GPF-ს ტრანსფექცირებული KB ადამიანის კიბოს უჯრედულ ხაზებში ფიბრილაურლ ცენტრების (FCs) და ქრომოსომის ბირთვაკის მაორგანიზებელი უბნის (NORs) GPF-ით მონიშნული UBF -ის კარტირებისათვის. შემუშავებისათვის გამოყენებული იყო რიბოსომული ქრომატინის ფიბრილების მონიშნვის მეთოდი. UBF-ის ლოკალიზაცია მკაცრად იყო განსაზღვრული FCs და NORs-ში, სადაც მოცემული იყო 10-25 ნმ-იან ფიბრილები და ჩახვეული იყო მარყუჟების დონეზე. FC-ს UBF-პოზიტიური ფიბრილების სივრცითი ჩახვევა არ კორელირებდა პოლიმერაზა 1-ის განაწილებასთან. აქტინომიცინ D -ს მეშვეობით რ-რნმ-ს შერჩევითი ინჰიბირება არ პროვოცირებს UBF-ის მარყუჟისმაგვარ ჩახვევის რღვევას ბირთვაკის სეგრეგაციის დროს. ასე რომ მარყუჟისმაგვარი ჩახვევა დამახასიათებელია როგორც აქტიური, ასევე ხელოვნურად ან ბუნებრივად არააქტიური FCs და NORs-სთვის. ეს გამოკვლევა მიუთითებს პირდაპირ ექსპერიმენტულ დადასტურებას UBF-ის სტრუქტურული ორგანიზაციის შესახებ და მის რეორგანიზაციაზე რ-რნმ-ს სინთეზის ბლოკირების შემთხვევაში.
მიმაგრებული ფაილები:
Tchelidze 2017 Eng [en]ჭელიძე 2017 ქართ [ka]