ka | en
Company Slogan TODO

ადამიანის წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიური ქსოვილის მიკროსომული გალაქტოზა-სპეციფიკური ლექტინების როლი ჯირკვლის ჟანგვა-აღდგენით სისტემაზე

ავტორი: ელენე დავითაშვილი
საკვანძო სიტყვები: მიკროსომული ლექტინები, ლიპიდების პეროქსიდაცია, მალონილდიალდეჰიდი, პროსტატას პათოგენეზი
ანოტაცია:

ლექტინები, ცილოვანი ბუნების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, უკვე მრავალი ათეული წლის განმავლობაში იბყრობენ მეცნიერთა დიდ ყურადღებას. ასეთი ინტერესი განპირობებულია მათი მრავალფეროვანი თვისებებით. ლექტინები სპეციფიკურად უკავშირდებიან რა ნახშირწყლოვან კომპონენტებს, ჩართული არიან მრავალი ბიოლოგიური პროცესის რეგულაციაში, მათ შორის უჯრედის შეცნობა, ემბრიოგენეზი, დიფერენციაცია, სიგნალის გადაცემა, ადჰეზია, იმუნური პასუხის მოდულაცია, აპოპტოზი და სხვ. რიგი ლექტინებისა ავლენს მიტოგენურ აქტივობას და მონაწილეობს სიმსივნეს განვითარებასა და მეტასტაზირებაში. გალაქტოზა-სპეციფიკური ლექტინები გამოირჩევა მრავალმხრივი ფუნქციებით, მათ შორის კანცეროგენეზის პროცესის მოდულირებით, აქტიური რადიკალების, განსაკუთრებით წყალბადის ზეჟანგის გენერაციით. გამომდინარე იქიდან, რომ მამაკაცებში ძალიან გახშირდა წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნე, ჩვენი ყურადღება გავამახვილეთ პროსტატას ენდოგენურ ლექტინებზე და მათ როლზე ჯირკვლის სიმსივნეს პროგრესირებაში. დღემდე არ არის ბოლომდე გარკვეული პროსტატას სიმსივნეს ეთიოლოგია, მრავალი ფაქტორია ჩართული ამ პროცესში. ჯირკვლის სიმსივნე უმეტესად დაკავშირებულია ასაკთან, მას თან ახლავს ანტიოქსიდანტური/პროოქსიდანტური ბალანსის დარღვევა (ოქსიდაციური სტრესი). მიკროსომები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თავისუფალი რადიკალების წარმოქმნაში. ამასთანავე, ლექტინები ინდუცირებენ აქტიური რადიკალების წარმოქმნას. ერთის მხრივ, მწირია ინფორმაცია მიკროსომული ლექტინების შესახებ, ლიტერატურაში ვხვდებით ინფორმაციას მცენარეულ, თავის ტვინისა და ღვიძლის ქსოვილის მიკროსომულ ლექტინებზე, მეორეს მხრივ, პროსტატას უჯრედებში ნეოპლაზიურსა და ატიპიური ქსოვილის უჯრედების ენდოპლლაზმური ბადეს ლექტინები (კალრეტიკულინი და კალნექსინი) არის შესწავლილი. ყოველივეს გათვალისწინებით, კვლევის მიზანს წარმოადგენდა: 1.სხვადასხვა დიაგნოზების მქონე პროსტატას პოსტ-ოპერაციული ქსოვილის მიკროსომებიდან გალაქტოზა-სპეციფიკური ლექტინების გამოყოფა, 2. მათი თვისებების შედარებითი ანალიზი, 3.გამოყოფილი ლექტინების გავლენის სესწავლა პეროქსიდაციის პროცესზე და წყალბადის ზეჟანგის გენერაციაზე ინ ვიტრო სისტემაში (ხარის ღვიძლის ქსოვილის მიკროსომები) და 4. პროსტატას ლექტინების მოქმედების სავარაუდო მექანიზმი. გალაქტოზა-სპეციფიკურ ლექტინებს გამოვყოფდით პროსტატას პოსტ-ოპერაციული ქსოვილის მიცროსომებიდან. ვიკვლევდით შემდეგი დიაგნოზების ქსოვილს - კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია დაბალი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიით (BPH/LGPIN), მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (HGPIN), ატიპიური ადენომატოზური ჰიპერპლაზია (AAH) და ადენოკარცინომა (PC). ყველა დიაგნოზის მიკროსომებიდან გამოყოფილი ლექტინების მოლეკულური მასა ერთნაირია (60 კდა), თუმცა მათი ეფექტი განსხვავებულია. BPH/LGPIN -მიკროსომების ლექტინი არ ინდუცირებს მალონილდიალდეჰიდის (MDA) სინთეზს, ხოლო დანარჩენი დიაგნოზების ლექტინების გავლენით ხდება MDA-ის რაოდენობის სარწმუნო მატება. ყველა დიაგნოზის ქსოვილის მიცროსომებიდან გამოყოფილი ლექტინებიდროზე დამოკიდებულებით აძლიერებენ წყალბადის ზეჟანგის წარმოქმნას. აღნიშნული ეფექტები იხსნება გალაქტოზას თანაობისას, რაც მიანიშნებს ლექტინების ნახშირწყალ-დამაკავშირებელი ცენტრის ჩართვას აღნიშნულ პროცესებში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ლექტინების განსხვავებული ბიოლოგიური ეფექტი სავარაუდოდ, განპირობებულია ცვლილებებით ლექტინების ნახშირწყლოვან კომპონენტში. მონაცემები ცხადყოფს, რომ ლექტინების ბიოლოგიური თვისებების ცვლილებებიფუნქციურად არის დაკავშირებულიჯირკვლის პათოგენეზში მიმდინარე მეტაბოლურ ცვლილებებთან. კარცინოგენეზში ენდოპლაზმური რეტიკულუმისჩართვის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ დაზიანებული მიკროსომებიდან გამონთავისუფლებული ლექტინები აძლიერებენ რა MDA-ის და თავისუფალი H2O2. წარმოქმნას, აღრმავებენ ტრანსფორმაციის პროცესს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com