ka | en
Company Slogan TODO

კრეატინის მოდულატორული როლი ვირთაგვებში აგრესიული ქცევების ჩამოყალიბების პროცესში

ავტორი: ქეთევან მენაბდე
თანაავტორები: ქეთევან მენაბდე
საკვანძო სიტყვები: აგრესიული ქცევა, კრეატინი, Ca2+-ატფაზა, Na+/K+-ატფაზა, Mg2+-ატფაზა, კალციუმი
ანოტაცია:

შესწავლილია ეგზოგენური კრეატინის გავლენა თეთრი, ლაბორატორიული ვირთაგვას ზოგიერთი ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მახასიათებლებზე. ნანახია, რომ ინტაქტური არააგრესიული და აგრესიული ცხოველები ზოგიერთი ფიზიოლოგიური პარამეტრით განსხვავდებიან. ღია ველისა და mouse-killing ტესტების გამოყენებით დადგინდა, რომ კრეატინის (140მგ/კგ) ხანგრძლივი დროით ინტრაპერიტონიალური შეყვანა არააგრესიულ ინდივიდებში ზრდის მათი აგრესიულობის ხარისხს. გარდა ფიზიოლოგიური მახასიათებლებისა, კრეატინის მიწოდების ფონზე იცვლება ასევე ამ ჯგუფის ცხოველების ზოგიერთი ბიოქიმიური პარამეტრიც. კერძოდ, ჰიპოკამპის უჯრედებში აღინიშნება NO-ს რაოდენობრივი შემცირება, რაც დამახასიათებელია ზოგადად აგრესიული ცხოველებისათვის. ასევე შემცირებულია Ca2+-იონის შემცველობაც. პლაზმური მემბრანის, მიკროსომული და მიტოქონდრიული Ca2+-ATPase-ს აქტივობის შესწავლამ აჩვენა, რომ კრეატინის მიწოდების პირობებში არააგრესიული ინდივიდების ჰიპოკამპის უჯრედებში Ca2+-ის შემცირება არაა დამოკიდებული ამ ფერმენტების აქტივობის ცვლილებაზე. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ამ იონის რაოდენობის შემცირების მიზეზს წარმოადგენს ეგზოგენური კრეატინის გავლენით სინაფსურ არხში გლუტამატის უკუშეწოვის გაძლიერება და NMDA-რეცეპტორის აქტივობის დაქვეითება. ეგზოგენური კრეატინის მოდულატორული ეფექტი ასევე ჩანს კრეატინის შეყვანის პირობებში არააგრესიული ვირთაგვების ჰიპოკამპში Na+/K+-ATPase-ს აქტივობის ცვლილებაზეც, რის სავარაუდო მიზეზს წარმოადგენს კრეატინის უშუალო ზემოქმედება NMDA რეცეპტორზე და კალცინეირინ/IP3 სასიგნალო გზის რეგულირებით Na+/K+-ATPase-ს აქტივაცია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com