ავტორიზაცია
ჰიდროდინამიკური ჯეტების ფორმირება პროტოვარსკვლავური აკრეციულ დისკებში ტურბულენტური სიბლანტით
ავტორი: ერეკლე არშილავათანაავტორები: ბექა მოდრეკილაძე
საკვანძო სიტყვები: დისკი-ჯეტის სტრუქტურა, პროტოვარსკვლავური ჯეტები, ტურბულენტური სიბლანტე
ანოტაცია:
მასიური ობიექტების ირგვლივ (დაწყებული ახალგაზრდა ვარსკვლავებიდან და დამთავრებული გალაქტიკის ბირთვით) არსებული დინებები ქმნიან თხელი დისკისა და კოლიმირებული ჯეტების შთამბეჭდავ სტურქტურებს. მიუხედავად პარამეტრების ფართო სპექტრისა (მაგ. რეინოლდსისა და ლუნდქვისტის რიცხვები, იონიზაციის ხარისხი, ლორენცის ფაქტორი და ა.შ.) დისკი-ჯეტის სტრუქტურები ავლენენ აღსანიშნავ მსგავსებას რაც მიუთითებს უნივერსალური პრინციპის არსებობაზე. ფორმულირებულია განზოგადოებული ბელტრამის პირობა რომელიც წარმოადგენს ამ პრინციპის ზუსტ წარმოდგენას (Shatashvili & Yoshida 2011). კეპლერული ბრუნვის ცენტრში არსებული სინგულარობა იწვევს განზოგადოებული გრილაგისა და დინების თანამიმართულებას, (სასრული დისიპაციისა და ლოკალური სიმკვრივის გათვალისწინებით) რაც წარმოადგენს დისკის განმჭოლ ღერძს, რომელიც მიმართულია ჯეტის გასწვრივ. ბელტრამის დინების მოდელის ფარგლებში აგებულია დისკი-ჯეტი სტრუქტურის ანალიზური მოდელის ავტომოდელური ამონახსნი. აკრეციის მაღალი ტემპის ასახსნელად გამოყენებულია რეალისტური ტურბულენტობის მოდელი. პროტოვარსკვლავური დიკებიდან ჰიდროდინამიკური ჯეტების ამონახსნების ასაგებად გამოყენებულია ლოკალური სიბლანტის კონკრეტული ფენომენოლოგიური მოდელები. მომავლისთვის დაგეგმილია სხვადასხვა პროტოვარსკვლავური დისკების უფრო დეტალური შესწავლა.
მიმაგრებული ფაილები:
Erekle-Arshilava-ENG [en]Erekle-Arshilava-GEO [ka]