ka | en
Company Slogan TODO

სამეცნიერო გამოთვლების შესახებ ამოცანათა კლასისათვის ზოგიერთი დიფერენციალური განტოლების შემთხვევაში

ავტორი: თამაზ ვაშაყმაძე
თანაავტორები: ზურაბ ვაშაკიძე
საკვანძო სიტყვები: დიფერენციალური განტოლებები, ოპტიმალური ალგორითმები
ანოტაცია:

უკანასკნელ წლებში განვითარებული პოპულარული და პერსპექტული დარგი „მეცნიერული გამოთვლები“ წარმოადგენს( იხ.ვიკიპედია) სწრაფად ზრდად მრავალდისციპლინოვან დარგს, იყენებს რა უახლეს განვითარებად კომპუტრული ტექნიკის მიღწევებს,რომლის ფუქციაა განსაზღვროს და გადაჭრას რთული კომპლექსური ხასიათის ამოცანები. არამარტო შესაბამისი მიმართულებით, არამედ საზოგადოდ, ჩვენი სასწავლო და სამეცნიერო პროდუქციის გავრცელება და დანერგვა პრაქტიკაში მცდელობისა და განაცხადის გაკეთების დონეზეც არ შეინიშნება. ძალიხმევა მიმართულია რეიტინგულ ჟურნალებში სტატიათა გამოქვეყნების საფუძველზე ხელფასის გადიდებისა და სხვადასხვა ჯილდოს მიღების ინტერესებით. გაგახსენებთ, რომ [1]-ში მოცემულია გარკვეული კლასის მათემატიკური ამოცანების კომპიუტერული ამოხსნა (რეალიზაცია დიზაინით) ცნობილი რიცხვითი მეთოდების საშუალებით ქაღალდისა და ფანქრის გამოყენების გარეშე. მაგალითად,მეშვიდე პუნქტში (სულ 9 პუნქტია)- ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები-განხილულია კოშის ამოცანა, ეილერისა და მაღალი რიგის სიზუსტის მეთოდები-კრებადობით,კრანკ-ნიკოლსონის მეთოდი, მდგრადობა,განჭვრეტა-დაზუსტების მეთოდი, დიფერენციალურ განტოლებათა სისტემები, ზოგიერთი მაგალითი(სფერული ქანქარა,სამი ტანის პრობლემა,სიხისტის ამოცანა),შენიშვნა ლიტერატურაზე, სავარჯიშოები. მეთოდებსა და მაგალითებს ერთვის პროგრამული უზრუნველყოფა მატლაბსა და ოქტავში. ამგვარი სახის ლიტერატურას,განკუთვნილს ძალზე ფართო აუდიტოორიისათვის,დიდი ყურადღება ექცევა. საკმარისია მივუთითოთ [2]. ჩვენი რიგი პუბლიკაციებისა მიმართული იყო ამ ხაზითაც [3-4}. მაგრამ [1] ტიპის გამოცემებმა ახალი პრაქტიკისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შესძინეს მათემატიკას და პირველ რიგში რიცხვითი ანალიზისა და ალბათურ-სტატისტიკურ მეთოდებს. ამდენად კონფერენციაზე წარმოვაგენთ მასალას,რომელიც თვალსაჩინოდ აფართოებს, აზუსტებს დღემდე არსებულ მეთოდოლოგიას დასასაშვებ კლასთა შევიწროების გარეშე და მკითხველს სთავაზობს კომპიუტერული ამონახსნის ასაგებად საჭირო არითმეტიკულ ოპერაციათა ოპტიმალურ რაოდენობას,რათქმა უნდა,მატლაბითა და დიზაინით. წარმოდგენილი პროდუქცია [1] სახის სახელმძღვანელოებში გადმოცემული მეთოდოლოგიისა და იგი, ჩვენი აზრით, შესაბამისი ნაწილის არსებით განვითარებაა. სრული სახით [1]-ის შეცვლა საჭიროებს( [3-4] შრომების არსებობის გამო) მხოლოდ პრობლემაში გარკვევას ადმინისტრაციის მიერ და მატერიალური ხარჯების მობილიზებას ჩვენი უნივერსიტეტის, როგორც კონკურენტუნარიანი სასწავლო-სამეცნიერო ერთეულის წარმოჩენის მიმართულებით. მოხსენებაში წარმოდგენილი რეალიზებული ალგორითმების კომპიუტერული უზრუნველყოფა და დიზაინი მატლაბის საშუალებით გახორციელდა მაგისტრანტ ზ.ვაშაკიძის მიერ.


მიმაგრებული ფაილები:

სამეცნიერო გამოთვლების შესახებ ამოცანათა კლასისათვის ზოგიერთი დიფერენციალური განტოლების შემთხვევაში [ka]
Tamaz-Vashakmadze-ENG [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com