ავტორიზაცია
ხელოვნური განაყოფიერება, პერსპექტივები და პრობლემები
ავტორი: ნინო ჩადუნელისაკვანძო სიტყვები: ხელოვნური განაყოფიერება, ემბრიონი, უნაყოფობის მკურნალობა.
ანოტაცია:
დღეისთვის ტერმინი ხელოვნური განაყოფიერება საყოფაცხოვრებო სიტყვად იქცა. თუმცა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეს იყო უშვილობის მკურნალობის მისტიური პროცედურა რომლის შედეგად ეგრეთ წოდებული „სინჯარის ბავშვები“ იბადებოდნენ. საშივლოსნოსშიდა ინსემინაციისგან განსხვავებით, ხელოვნური განაყოფიერება მოიცავს კვერცხუჯრედების და სპერმატოზოიდების ორგანიზმის გარეთ მოთავსებას, ლაბორატორიულ პირობებში და ემბრიონის ფორმირდების შემდეგ ხდება მისი გადატანა საშვილოსნოში. ხელოვნური განაყოფეირება არის კომპლექსური და ძვირადღირებული პროცედურა, რომელიც ხელმისაწვდომია უშვილობის პრობლემის მქონე წყვილების მხოლოდ 5% -თვის. ხელოვნური განაყოფიერება შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ისეთი დიაგნოზის დროს როგორიცაა ენდომეტრიოზი, სპერმის დაბალი კონცენტრაცია, საშვილოსნოს და მისი მილების პორბლემები, ოვულაციის პორბლემები, ანტისხეულების პრობლემები რომლებიც ზიანს აყენებენ სპერმას და კვერცხუჯრედებს, სპერმატოზოიდის უუნარობა რომ გააღწიოს საშვილოსნოს ყელის ლორწოში, დაუდგენელი გენეზის ფერტილობის პრობლემები. ხელოვნური განაყოფიერება არ არის უნაყოფობის მკურნალობის პირელივე ნაბიჯი. პირიქით ის გამოიყენება ისეთ დროს როდესაც მედიკამენტები, ქირურგიული ჩარევა და საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია არ მუშაობს. უნაყოფობის მკურნალობისას ბევრი ეთიკური საკითხი დგას. კათოლიკური ეკლესიას მაგალითად მიაჩნია რომ სიცოცხლე იწყება განაყოფიერების მომენტიდან და ამიტომ ნებას რთავს მხოლოდ იმ კვერცხუჯრედების განაყოფიერების რომელთა გამოყენებაც მოხდება. ხელოვნური განაყოფიერების სფერო ვითარდება ძალიან სწრაფად. ამა წლის იანვარში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაიბადა ბავშვი, რომლის მშობელსაც სამი პიროვნება წარმოადგენდა. ეს იყო პირველი შემთვევა როდესაც მოხდა პრონუკლეუსების გადატანა მესამე პიროვნების უჯრედში, მიტოქონდრიული დაავადების თავიდან აცილების მიზნით. მიუხედავად იმ ფაქტისა რომ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურები ტარდება მსოფლიო მაშტაბით ის მაინც რჩება ძვირადღირებულ პროცედურად, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს მცირე გართულებები და გვერდითი მოვლენები. იმედია ახლო მომავალში ხელოვნური განაყოფიერების ტენდენციები მიგვიყვანს უსაფრთხო, ეფექტურ და ფინანსურად ხელმისაწვდომ მომსახურებამდე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა უნაყოფო წყვილისთვის.
მიმაგრებული ფაილები:
Chaduneli 2017 Eng [en]ჩადუნელი 2017 ქართული [ka]