ka | en
Company Slogan TODO

დიატომიტის საბადოები და მადანგამოვლინებები სამცხე-ჯავახეთის არეალში

ავტორი: მარიამ ახალკაციშვილი
თანაავტორები: ბეჟან თუთბერიძე, მირიან მაქაძე, ნინო კობახიძე
საკვანძო სიტყვები: დიატომიტი, ქიათიბი, ნამარხი ფლორა
ანოტაცია:

სამცხე-ჯავახეთის არეალში დიატომიტი ცნობილია სოფ. ქისათიბის /ახალციხის მუნიციპალიტეტი/, სოფ. ჭობარეთის /ასპინძის მუნიციპალიტეტი/, ქ.ახალქალაქის, ჩვენს მიერ აღმოჩენილ სოფ. დილისკას /ახალქალაქის მუნიციპალიტეტი/ მიდამოებში და სხვ. ჩამოთვლილთაგან, ქისათიბის დიატომიტის საბადო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამრეწ-ველო მნიშვნელობის საბადოა არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით. მოხსენებაში გაანალიზებულია საბადოს საველე გეოლოგიური დაკვირვებისა და მოპოვებული მასალის ლაბორატორიული კ ვლევის მონაცემები. ქისათიბის დიატომიტები მცირე სიღრმის ტბიური ნალექებია, რომლის ფორმირებისათვის საჭირო მთავარი კომპონენტის-კაჟმიწის /SiO2/ წყარო რეგიონში გვიან-მიოცენურ-ადრეპლიოცენური დროის მძლავრ ვულკანურ პროცესებთან არის დაკავშირებული. საბადოზე რამდენიმე უბანი მუშავდება ძირითადად ღია კარიერული წესით. დიატომიტის მატარებელი წყების საერთო სიმძლავრე 150-190 მეტრს აღემატება, ხოლო პროდუქტიული შრის ჯამური სიმძლავრე, რომელიც ყოვე¬ლთვის დიატომიტის მატარებელი წყების ქვედა დონეებს იჭერს, ცვალებადია და მაქსიმუმს 12 მეტრამდე აღწევს. დიატომიტის საბადო წარმოადგენს წვრილმარცვლოვან ღიად შეფერილ ქანებს, რომელიც რამდენიმე ფენისაგან შედგება, თუმცა ფენებს შორის მკვეთრი საზღვრის გატარება ზოგჯერ გაძნელებულია; შეფერილობის მიხედვით დიატომიტებს შორის რამდენიმე სახესხვაობა გამოიყოფა რომელთა შორის თეთრი და რუხი-ნაცრისფერი ჭარბობს. გხვდება მოყვითალო ფერის სახესხვაობებიც. კარიერის ფარგლებში კარგად ჩანს რუხი ნაცრისფერი დიატომიტის მონაცვლეობა ჭრილის სხვადასხვა დონეებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თეთრი ფერის თხელშრეებრივი ზოლებრივი დიატომიტები, რომლებიც ზედა ნაწილებში რუხი ფერის საშუალო და უხეშმარცვლოვანი ქვიშიანი სახესხვაობებით ინაცვლება. რუხ-ნაცრისფერ დიატომიტებში მოპოვებული იქნა ნამარხი ფლორის აღნაბეჭდების /ზომით 0.8-1.2 სმ - 2-7 სმ/ დიდი რაოდენობა, რომელიც განისაზღვრა, როგორც ერთლებნიანი წყლის მცენარეები - Monocotyledonae/Cyperales/; მსგავსი მესამეული ფლორა აღწერილია შვეიცარიაში ო.გეერის მიერ როგორც Calamopsis Bredana /Flora tertiaria Helvetiae/ ცხრილიCXLIX /149/; /განსაზღვრა ჩატარდა პალეობ¬იოლოგიის ინსტიტუტში, მეცნიერ-თანამშრომლის ჰენრიხ ავაქოვის მიერ/; დიატომიტებში ნანახი იქნა ასევე ხერხემლიათა ფაუნის 2,5 სმ. სიგრძის კბილის ფრაგმენტი, რომლის ზუსტი დიაგნოსტიკა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა.


მიმაგრებული ფაილები:

დიატომიტის საბადოები და მადანგამოვლინებები სამცხე-ჯავახეთის არეალში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com