ავტორიზაცია
ფაზი VIKOR მეთოდი მრავალ–ატრიბუტული ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების ამოცანაში
ავტორი: ირინა ხუციშვილისაკვანძო სიტყვები: მრავალ–ატრიბუტული ჯგუფური გადაწყვეტილების მიღება, VIKOR მეთოდი, ალტერნატივების რანჟირება, კომპრომისული გადაწყვეტილება.
ანოტაცია:
წარმოდგენილ ნაშრომში შემოთავაზებულია მრავალ–ატრიბუტული ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების მეთოგოლოგია დაფუძნებული ფაზი VIKOR მეთოდის გამოყენებაზე მერყევ ფაზი გარემოში. განიხილება შემთხვევა, როდესაც ატრიბუტებისა და მათი წონების შეფასებები კეთდება ლინგვისტური თერმების საშუალებით, რომლებსაც იძლევა ყველა გადაწყვეტილების მიმღები პირი. შემდეგ ეს ლინგვისტური შეფასებები გამოიხატება სამკუთხა ფაზი–რიცხვებით. მეთოდს შემოაქვს ალტერნატივის რანჟირების ინდექსი „იდეალურ“ გადაწყვეტილებასთან „სიახლოვის“ მიხედვით. ბოლოს, განისაზღვრება კომპრომისული გადაწყვეტილევა, რომელიც უზრუნველყოფს მისი ატრიბუტების „ჯგუფური სარგებლიანობის“ მაქსიმუმსა და „ინდივიდუალური დანაკარგების“ მინიმუმს. შემოთავაზებული მეთოდოლოგიის ილუსტრირების მიზნით განიხილება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების მაგალითი.
მიმაგრებული ფაილები:
ფაზი VIKOR მეთოდი მრავალ–ატრიბუტული ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების ამოცანაში [ka]Fuzzy VIKOR Method for Multiple Attributes Group Decision Making Problem [en]