ავტორიზაცია
ტრიონები მოგრძო ცილინდრული ფორმის ნანოღერძში წყალბადის მოლეკულური იონის ერთგანზომილებიანი მოდელის მიახლოვებაში
ავტორი: ზაალ მაჭავარიანითანაავტორები: თამარ ჭელიძე, ბაჩანა ბერაძე
საკვანძო სიტყვები: ტრიონები, ნანოღერო
ანოტაცია:
ნაშრომიში ჩვენს მიერ თეორიულად შესწავლილია ტრიონული მდგომარეობები ცილინდრული ფორმის ნანოღერძში. განხილულია I და II ტიპის კვანტური ობიექტები. თუ დავუშვებთ, რომ ცილინდრი უსასრულო სიგრძისაა ანუ მისი რადიუსი უმნიშვნელოა ცილინდრის სიგრძესთან შედარებით, მაშინ ასეთ ნანოღერძში ტრიონი შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც ერთგანზომილებიანი ობიექტი. ამიტომ ცილინდრის ღერძის მართობულად ხვრელებსა და ელექტრონს შორის კულონური ურთიერთქმედება “დათრგუნულია“ ე.წ. კონფაინმენტის ეფექტით და კულონური ურთიერთქმედება ვლინდება მხოლოდ ცილინდრის ღერძის გასწვრივ. აქედან გამომდინარე, ამოცანა ბუნებრივად ემსგავსება ერთგანზომილებიან წყალბადის მოლეკულური იონის ამოცანას. ეს უკანასკნელი კი იხსნება კვანტურ-მექანიკურად ბორნ-ოპენჰეიმერის მიახლოვებაში და აგრეთვე კვაზიკლასიკური WKB მიდგომით. ზემოთაღწერილი მოდელის ფარგლებში გამოთვლები ჩატარდა ZnO ჰეტეროსტრუქტურისათვის. გამოთვლილია ტრიონის მბის ენერგია როგორც ნანოღერძის რადიუსისა და ბარიერის სიმაღლის ფუნქცია. გამოთვლებმა უჩვენეს, რომ I ტიპის კვანტურ სტრუქტურებში ტრიონის ბმის ენერგია ცილინდრის რადიუსის ზრდასთან ერთად იზრდება. II ტიპის კვანტურ სტრუქტურებში კი მბის ენერგია მონოტინურად ეცემა ცილინდრის რადიუსის ზრდის მიხედვით.
მიმაგრებული ფაილები:
A one-dimentional model of hydrogen molecular ion for trions in elongated nanorods [en]ტრიონები მოგრძო ცილინდრული ფორმის ნანოღერძში წყალბადის მოლეკულური იონის ერთგანზომილებიანი მოდელის მიახლოვებაში [ka]