ავტორიზაცია
ახალი ინდოლინური ბისფოტოქრომები დიპიროლობენზოქინოქსალინის ბაზაზე: სინთეზი, შედარებითი დახასიათება
ავტორი: მარინა ტრაპაიძესაკვანძო სიტყვები: ბისფოტოქრომი, დიპიროლობენზოქინოქსალინი, ფიშერის ფუძე, სპიროქრომენი, შთანთქმის მაქსიმუმი
ანოტაცია:
ახალი ფოტოქრომული ნაერთების ძიების მიზნით წარმოდგენილ კვლევაში გან¬ხორ¬ცი¬ე¬ლე-ბულია ჩვენს მიერ სინთეზირებული ფიშერის ფუძის ბის-ანალოგის - 1,4,5,8-ტეტრა¬ჰიდ¬რო¬-1,1,8,8-ტეტრა¬მე¬თილ-2,7-დიმეთილენდიპიროლო[1,2,3-d,e:3,2,1-i,j¬]¬ბენ¬ზო¬¬[g]¬ქი¬ნოქსა¬ლი¬ნის¬ კონ¬დენსაციის რეაქციები 5-ნიტრო-ო-ვანილინთან და 3-ქლორ-5-ნიტროსალიცილის ალდეჰიდთან ეთილის სპირტის არეში. მიღებულია ახალი ბის-სპი¬რო¬ქრო¬¬მენები: ბის(6–ნიტრო–8–მეთოქსი–2H–ქრო¬მენ–¬¬2–¬სპირო¬¬)–2’,7’–1’,4’,5’,8’–ტეტრა¬ჰიდ¬¬რო–1’,1’,8’,8’–ტეტრამე¬თი-ლ¬¬¬¬დი¬პი¬როლო[1,2,3–d,e:3,2,1-i,j]ბენ¬ზო¬[g]ქინოქსალინი და ბის¬(6–ნიტრო–8–ქლორ–2H–ქრო¬¬მენ¬¬–2–სპირო)–2’,7’–1’,4’,5’,8’–ტეტ¬¬რაჰიდრო–1’,1’,8’,8’–ტეტრამეთილ¬დი¬პი¬როლო[1,2,3–d,e:3,2,1-i,j]ბენზო[g]¬ქინო¬ქ¬სალინი. ახალმა სპიროქრომენებმა გამოამჟღავნეს მკვეთრად გამოხატული ფერის გადასვლის უნარი გახსნილ მდგომარეობაში სიბნელიდან სინათლეზე გატანისას და პირიქით, რაც მრავალჯერ მეორდება. ფერთა ეს გადასვლა ფიქსირდება ელექტრონულ სპექტრებში შთანთქმის მაქსი¬მუ¬მე-ბის გადანაცვლებით. შესწავლილია მიღებული ბის–სპიროქრომენების ფოტოქრომული თვი-სებები მათი ხსნარების ელექტრონული სპექტრების გამოკვლევით. დადგინდა, რომ აღნიშ¬ნუ-ლი ნივ¬თი¬ე¬რე¬ბების ახლადმომზადებული ხსნარების უი სხივებით დასხივების შემდეგ ხდება შთანთქმის გრძელ¬ტალ¬ღიანი მაქსიმუმების ჰიპსოქრომული გადანაცვლება, რის საფუძველზეც შეგ¬ვიძ¬ლია ვივარაუდოთ, რომ მიღებული ნაერთები მიეკუთვნება შებრუნებულ ფოტო¬ქრო¬მებს.
მიმაგრებული ფაილები:
Marina Trapaidze eng. pdf [en]Marina Trapaidze geo. pdf [ka]