ka | en
Company Slogan TODO

წონასწორული სტრუქტურები პულსარის ქვედა მაგნიტოსფეროში

ავტორი: ირაკლი ჯოხაძე
საკვანძო სიტყვები: პულსარის მაგნიტოსფერო; წონასწორული სტრუქტურები; გრავიტაცია
ანოტაცია:

შევისწავლეთ ბელტრამი-ბერნულის წონასწორული მდგომარეობების არსებობის ამოცანა პულსარის ქვედა მაგნიტოსფეროში გამოვიყენეთ რა [1]-ში განვითარებული სრულად რელატივისტური განზოგადოებული თეორია, რომელიც აერთიანებს ელექტრომაგნიტურ და სითხის ველებს. ამ ფორმალიზმის იდეა მდგომარეობს სრულიად ანტისიმეტრიული განზოგადოებული გრიგალობის აგებაში, რომლის სივრცული კომპონენტიც განსაზღვრავს განზოგადოებულ გრიგალობას. ჩვენს ნაშრომში გამოყენებულია კომპაქტური ასტროფიზიკური ობიექტებისათვის (მკვრივი გადაგვარებული პლაზმით) შექმნილი თეორია [2] და მოდელის განტოლებები განვრცობილია გრავიტაციული ეფექტების ჩართვით. ეს წონასწორული მდგომარეობები / სტრუქტურები შესწავლილია ახალი ენერგიის გარდაქმნის გზების საჩვენებლად, რომელიც, მაგალითად, გადაგვარების ენერგიას გარდაქმნის სითხის კინეტიკურ ენერგიაში ან გამოსხივების ენერგიაში. ხაზგასმულია შედეგების შესაბამისობა ისეთ კომპაქტურ ასტროფიზიკურ ობიექტთან, როგორიცაა ნეიტრონული ვარსკვლავი და მისი ქვედა მაგნიტოსფერო.


მიმაგრებული ფაილები:

Irakli Jokhadze ENG [en]
Irakli Jokhadze GEO [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com