ka | en
Company Slogan TODO

რა არის სიმსივნე

ავტორი: ანა ხაზარაძე
თანაავტორები: ნანა კოტრიკაძე
საკვანძო სიტყვები: სიმსივნე, მეტასტაზირება, ინვაზია, ანგიოგენეზი
ანოტაცია:

უჯრედების ზრდა და გამრავლება მკაცრად კონტროლირებადი პროცესია, რომელიც ზრდის ფაქტორებით რეგულირდება. ზრდის ფაქტორების რეგულაციის რღვევა იწვევს მათი სიგნალის უკონტროლო გადაცემას და ნორმალური უჯრედების გარდაქმნას სიმსივნურად. სიმსივნური უჯრედები კი აგრძლებენ უკონტროლოდ ზრდასა და გამრავლებას. სიმსივნის ზრდასთან ერთად მისი ცენტრი უფრო და უფრო ნაკლებ ჟანგბადს და საკვებს იღებს, რაც სიმსივნური უჯრედების კვდომას იწვევს. სიმსივნე ანგიოგენეზის პროცესში საკუთარ სისხლის წყაროს წარმოქმნის. ანგიოგენეზს თან სდევს ინვაზიისა და მეტასტაზირების პროცესები. სიმსივნის ანგიოგენეზსა და ინვაზიაში მონაწილეობენ პროტეოლიტური ფერმენტები, რომლებიც შლიან უჯრედგარე მატრიქსს და სხვადსხვა ზრდის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ენდოთელური უჯრედებისა და სიმსივნური უჯრედების ზრდას. მეტასტაზირებისას კი სიმსივნური უჯრედი წყდება პირველად კერას და სისხლძარღვების საშუალებით გადაიტანება სხვადსხვა ორგანოებში, სიმსივნური და სტრომული უჯრედების მიერ გამომუშავებული ფაქტორების საშუალებით.


მიმაგრებული ფაილები:

What is cancer? [en]
რა არის სიმსივნე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com