ავტორიზაცია
პროსტატის სიმსივნეების განვითარების ზოგიერთი უჯრედული და მოლეკულური მექანიზმი
ავტორი: ნანული კოტრიკაძეანოტაცია:
პროსტატის სიმსივნეები მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს და პოლიეტიოლოგიურ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება. პროსტატის სიმსივნეებით ძირითადად ასაკოვანი მამაკაცები (65-75წელი) ავადდებიან, თუმცა ბოლო პერიოდში სტატისტიკა მიუთითებს პროსტატის კიბოთ დაავადებულთა ასაკის გაახალგაზრდავებაზე. აღნიშნული კვლევების მიზანს წარმოადგენს პროსტატის სიმსივნეების განვითარების სხვადასხვა ასპექტების კვლევა, როგორც უჯრედულ, ასევე მოლეკულური დონეზე. წარმოდგენილი ფუნდამენტური კვლევის შედეგები მნიშვნელოვან სიახლეს შეიტანს ონკოლოგიის, როგორც დარგის უკვე არსებულ მონაცემებში პროსტატის სიმსივნური ტრანსფორმაციისა და პროგრესირების შესახებ. რაც ერთი მხრივ მკურნალობის სწორი და ეფექტური ტაქტიკის შერჩევას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორეს მხრივ კი გააადვილებს დაავადების პრევენციას და ახალი სადიაგნოსტიკო ტესტ-მეთოდის შემუშავებას.
მიმაგრებული ფაილები:
Some cellular and molecular mechanisms of development of prostate tumors [en]პროსტატის სიმსივნეების განვითარების ზოგიერთი უჯრედული და მოლეკულური მექანიზმი [ka]