ავტორიზაცია
ერითროციტების ფუნქციური მახასიათებლების შესწავლა ბიოაქტიური ნაერთების ზემოქმედების ფონზე
ავტორი: ბელა სეფიაშვილითანაავტორები: ნ.კოტრიკაძე, მ.გორდეზიანი, ლ.რამიშვილი
ანოტაცია:
დღესდღეისობით ონკოლოგიაში მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მცენარეული ექსტრაქტის გამოყენება. რაც გამოწვეულია ერთი მხრივ ორგანიზმზე მცენარეული პრეპარატების კომპლექსური მოქმედების მექანიზმით და მეორეს მხრივ მიღების მარტივი გზითა და დაბალი ფასით. კვლევები მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: ერთის მხრივ ხდება მათი როგორც ანტისიმსივნური მოქმედების მქონე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შესწავლა, ხოლო მეორეს მხრივ ხდება მათი, როგორც ქიმიოთერაპიის შედეგად ორგანიზმში განვითარებული უარყოფითი ცვლილებების საწინააღმდეგო მოქმედების შესწავლა. ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა ციტოტოქსიური ნაერთის ზემოქმედების (ციკლოფოსფანი) შედეგად ორგანიზმში განვითარებული ერითროციტების ფუნქციური მახასიათებლების ცვლი¬ლებებზე ბიოაქტიური ნაერთის (კაკლის უღელი -Juglans regia L.) ზემოქმედების შესწავლა. ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოვლენილ იქნა ერითროციტების სორბციის¬უნარიანობის ზრდა, რომლსაც ადგილი აქვს ციკლოფოსფანის და ციკლოფოსფანი + ბერძნული კაკლის ექსტრაქტის შეყვანიდან მხოლოდ მე-8 დღეს; რაც გამოწვეული უნდა იყოს ბერძნული კაკლის ექსტრაქტის მასტიმულირებელი ეფექტით ერითროციტების სორბციისუ¬ნარიანობაზე; გამოვლენილ იქნა ერითროციტების მდგრადობაზე ციკლოფოსფანის მოქმე¬დების მაქსიმალური ეფექტი მიღებიდან მეოთხე დღეს და ლიზისის მიმართ ერით¬როცი¬ტების მდგრადობის მგავსი დინამიკა ციკლოფოსფანი+ბერძნული კაკლის ექსტრაქტის მიღებიდან მე-4 და მე-8 დღეს. რაც გამოწვეული უნდა იყოს ბერძნული კაკლის ექსტრაქტის ერით¬როციტე¬¬ბის ლიზისის შემაყოვნებელი ეფექტით.
მიმაგრებული ფაილები:
The effect of bioactive compounds on the functional characteristics of erythrocytes [en]ერითროციტების ფუნქციური მახასიათებლების შესწავლა ბიოაქტიური ნაერთების ზემოქმედების ფონზე [ka]