ka | en
Company Slogan TODO

ინოვაციური იდეების მართვის ინტელექტუალური სისტემა „გეოიდეამეტრიკა“

ავტორი: ჯულიეტა გაგლოშვილი
საკვანძო სიტყვები: იდეამეტრიკა, TOPSIS, ინოვაციური იდეების ექსპერტული შეფასება
ანოტაცია:

წარმოდგენილია თეორიული კვლევის შედეგების საფუძველზე შექმნილი ინოვაციური იდეების მართვის ინტელექტუალური სისტემა - ვებ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაცია, რომელიც ინოვაციური იდეების გენერირების საწყის ეტაპზე იდეების სკრინინგისა და რანჟირების ამოცანების გადასაწყვეტად წარმოადგენს მოხერხებულ ინსტრუმენტს. სერვისის გამოყენებით ადვილია ღია ინოვაციური პროცესის, იდეების გენერირების საწყის სტადიაზე, იდეების ბაზიდან შერჩეული იდეების ექსპერტული შეფასება და რანჟირება. დასმული ამოცანების გადასაწყვეტად სისტემაში გამოყენებულია მრავალკრიტერიუმიანი ექსპერტული მეთოდები, არამკაფიო სიმრავლეთა თეორიის პრინციპებზე დაყრდნობით. მრავალი კრიტერიუმი გულისხმობს შეფასების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების არსებობას, ხოლო არამკაფიო რიცხვების თვისებების გამოყენებით ვახდენთ რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ერთდროულად გამოყენების უზრუნველყოფას.


მიმაგრებული ფაილები:

Intellectual System Of Management Of Innovation Ideas „Geo Ideametrik“ [ka]
ინოვაციური იდეების მართვის ინტელექტუალური სისტემა „გეოიდეამეტრიკა“ [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com