ka | en
Company Slogan TODO

პლანეტარული ტალღების წრფივი ტრანსფორმაციები იონოსფეროს ზონალურ დინებებში და თანამგზავრული მონაცემების არაწრფივი ანალიზი

ავტორი: ოლეგ ხარშილაძე
თანაავტორები: გიორგი ჩაგელიშვილი, რევაზ ჭანიშვილი
საკვანძო სიტყვები: იონოსფერო, პლანეტარული ტალღები, ზონალური დინება, მონაცემთა არაწრფივი ანალიზი.
ანოტაცია:

შესწავლილია წანაცვლებითი დინების არანორმალურობით გამოწვეული პლანეტარული მაშტაბის ნელი მოდიფიცირებული როსბის ტალღებისა და დასავლეთით გავრცელებადი სწრაფი დამაგნიტებული (ხანთაძის) ტალღების წრფივი ბმა. ტალღების წრფივი დინამიკის კვლევა ჩატარებულია მათემატიკური ფორმალიზმით, რომელიც განსხვავდება ფართოდ გავრცელებულისაგან. შემოთავაზებული ანალიზი საშუალებას იძლევა განცალკევდნენ ერთმანეთისაგან სხვადასხვა ფიზიკური პროცესები, აღწერილ იქნას მათი ურთიერთგავლენა შემუშავდეს იონოსფერული ზონალური დინებების ნელი და სწრაფი ტალების წრფივი ბმის ბაზური ფიზიკა. ნაჩვენებია, რომ: ნელი როსბის ტალები აგენერირებენ სწრაფ დამაგნიტებულ ტალღებს იონოსფეროსა და წანაცვლებითი დინების პარამეტრების საკმაოდ ფართო არეალისათვის; წრფივი ტრანზიენტული პროცესები ხასიათდებიან ძლიერი ანიზოტროპიით ტალღური რიცხვების სივრცეში. გაანალიზებულია აღწერილი ანიზოტროპული წრფივი დინამიკის გავლენა არაწრფივ პროცესებზე. არაწრფივი დინამიკის მეთოდებით შესწავლილია თანამგზავრული მონაცემები მაგნიტოსფერული დინებებისა და მაგნიტური ველის შეშფოთებების სივრცული პარამეტრები. ამ მონაცემების ციფრული დამუშავებისათვის გამოყენებულია რეკურენტული დიაგრამების მეთოდი. გამოვლენილია ექსპერიმენტებში გაზომილი სიგნალების ფრაქტალური ბუნება და ნაჩვენებია ფრაქტალური სტრუქტურების არსებობა და შეფასებულია მათი სირთულე. ნაშრომი შესრულებულია რუსთაველის ფონდის გრანტ 31/14-ს ფარგლებში.


მიმაგრებული ფაილები:

Linear transformation of the planetary waves in ionospheric zonal flows and nonlinear analysis of satellite data [en]
პლანეტარული ტალღების წრფივი ტრანსფორმაციები იონოსფეროს ზონალურ დინებებში და თანამგზავრული მონაცემების არაწრფივი ანალიზი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com