ka | en
Company Slogan TODO

დიზის სერიის ბათური ასაკის კვარციან-დიორიტული და სიენიტ-დიორიტული დაიკური და შტოკური ინტრუზივების პეტროგრაფია

ავტორი: ირაკლი ჯავახიშვილი
საკვანძო სიტყვები: დიზი, დიზის სერია, დიორიტი, იშვიათი და იშვიათ მიწა ელემენტები, გეოქიმია
ანოტაცია:

კვლევის ობიექტია დიზის სერიაში (კავკასიონის სამხრეთი ფერდობი, ზემო სვანეთი) განვითარებული დანაოჭების ბათურ ფაზისთან დავაკშირებული სოფ. დიზის მიდამოების ინტრუზივების სახელწოდებით ცნობილი დაიკური და შტოკური ინტრუზივები. ინტრუზივების K-Ar ასაკი 176-165 მლნ. წლების ფარგლებშია. ინტრუზიები წარმოდგენილია 7 სხეულით, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრე ერთ კილომეტრამდეა. კარტირებულია ინტრუზივების შემდეგი გამოსავალი: 1 – დიორიტები და კვარციანი სიენიტ-დიორიტები სვერმილდაშის წყაროსთან; 2 – კვარციანი დიორიტები და კვარციანი სიენიტ-დიორიტები სვერმილდაშის წყაროს აღმოსავლეთით; 3 – კვარციანი სიენიტ-დიორიტები ხვაბიშის გამოქვაბულის აღმოსავლეთით; 4 – კვარციანი სიენიტ-დიორიტები, დიორიტები და გაბროსოფ. დიზისმიდამოებთან; 5 – დიორიტები და კვარციანი დიორიტები სოფ. დიზისჩრდილოეთით; 6 – კვარციანი სიენიტ-დიორიტები მდ. ენგურის და მდ. ხუმპრერის (მდ. ენგურის მარცხენა შენაკადი) შეერთების მახლობლად და 7 – კვარციანი სიენიტ-დიორიტები მდ. ლუხრის ხეობაში. დიორიტების მთავარი მინერალებია – პლაგიოკლაზი, ბიოტიტი, იშვიათად გვხვდება რქატყუარა; აქცესორები - აპატიტი, ცირკონი, სფენი და საგენიტი. კვარციანი დიორიტები – ორი სახისაა: ბიოტიტიანი და რქატყუარიანი. ქანმაშენი მინერალებია - პლაგიოკლაზი, ბიოტიტი, რქატყუარა, კვარცი; აქცესორები - აპატიტი და ცირკონი. კვარციანი სიენიტ-დიორიტები წარმოდგენილია კალიშპატით, პლაგიოკლაზით, კვარცით, რქატყუარით და ბიოტიტით. ჩვენს მიერ პირველად გაანალიზებულია სოფ. დიზის, მდ. ხუმპრერის და მდ. ლუხრის გამოსავლების ინტრუზივებში იშვიათი და იშვიათ მიწა ელემენტების (Ti, P, Ba, Cl, Sr, Zr, Rb. Cs, Cu. V, Zn, Nd, Th, Pb, Y, Cr, Sn, Ga, Nb, Co, Ce, U, La, Ta, Ni, Hg, Sb, W, Hf, Tl, Bi, As, Mo, Se, Br) შემცველობა. და გეოქიმიური მონაცემებით რიგი დიაგრამის (Na2O+K2O/Si2O; AFM; Al-(K+Na+2Ca/Fe+Mg+Ti; Rb-Sr/SiO2) გამოყენებით დადგინდა, რომ შესწავლილი სხეულები კირტუტე და ნორმალური ტუტე სერიის დაბალ- და მაღალთიხამიწიანი სუბტუტე ქანებია და მიეკუთვნება ზედა და ქვედა ქერქულ წარმონაქმნებს.


მიმაგრებული ფაილები:

დიზის სერიის ბათური ასაკის კვარციან-დიორიტული და სიენიტ-დიორიტული დაიკური და შტოკური ინტრუზივების პეტროგრაფია [ka]
Petrography of the Bathonian Quartz Dioritic and Syenite-Dioritic Dike and Stock Intrusions of the Dizi Series [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com