ka | en
Company Slogan TODO

გენომის ეპიგენეტიკური ცვალებადობა ფილტვის ტუბერკულოზის დროს

ავტორი: თეიმურაზ ლეჟავა
თანაავტორები: თამარ ბუაძე, თინათინ ჯოხაძე, ჯამლეტ მონასელიძე, მაია გაიოზიშვილი, ქეთევან რუბანოვი, ნანა ქირია
საკვანძო სიტყვები: ფილტვის ტუბერკულოზი, ქრომატინი, ბიორეგულატორები
ანოტაცია:

კვლევის მიზანს წარმოადგენდა გენომის გენეტიკური და ეპიგენეტიკური ცვალებადობის შეფასება ფილტვის ტუბერკულოზის (ფტ) სენსიტიური ფორმის დროს, მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ, პეპტიდური ბიორეგულატორის - Ala-Glu-Asp-Gly - მოქმედებისას. ფილტვის ტუბერკულოზის მქონე პაციენტების ლიმფოციტურ კულტურებში შევისწავლეთ: ზოგადი ჰეტეროქრომატინის დონე დიფერენციული სკანირების მიკროკალორიმეტრიის მეთოდის გამოყენებით; ფაკულტატური ჰეტეროქრომატინი - შვილეულ ქრომატიდთაშორისი გაცვლების - (შქგ) სიხშირე, 5-ბრომდეზოქსიურიდინის ჩართვების საშუალებით და მუტაციები (ქრომოსომული აბერაციები). დავადგინეთ: 1. ფტ-ს დროს, მკურნალობამდე, ადგილი აქვს გენომის ფუნქციური პარამეტრების ეპიგენეტიკურ ცვალებადობას. კერძოდ, A1, A2, B, C, D, F და G ჯგუფის ქრომოსომათა ტელომერულ რეგიონებში ჰეტეროქრომატინის დონე მცირდება (კონტროლში გაზრდილია) და იზრდება ჰეტეროქრომატინის დონე A1, B, C, E, F, და G ჯგუფის ქრომოსომათა მედიალურ რეგიონებში (კონტროლში შემცირებულია); 2. გაზრდილია სომატური რეკომბინაციის სიხშირე (8.0±0.1გაც/უჯრ.) კონტროლთან შედარებით (6,84±0,4 გაც/უჯრ.); 3.გაზრდილია ქრომოსომული აბერაციების შემცველ უჯრედთა სიხშირე (6.6±1.1%) კონტროლთან (1.7± 0.5%). აღმოჩნდა, რომ გენომის არასტაბილურობა ნაკლებად, მაგრამ მაინც შენარჩუნდა ფტ-ის მქონე პაციენტებში მკურნალობის შემდეგაც. ბიორეგულატორი (Ala-Glu-Asp-Gly) შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც დამხმარე საშუალება ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობისათვის. ჩვენი კვლევის შედეგები, ფტ-ის დაავადებულთა ეპიგენეტიკური დარღვევების შესახებ (ჰეტეროქრომატინის გადანაწილება ქრომოსომათა ტელომერულიდან მედიალურ რეგიონში) საშუალებას იძლევა განისაზღვროს ფტ-ს დაავადების სენსიტიური ფორმა და განხორციელდეს მკურნალობის მონიტორინგი.


მიმაგრებული ფაილები:

Epigenetic change of genome in pulmonary tuberculosis [en]
გენომის ეპიგენეტიკური ცვალებადობა ფილტვის ტუბერკულოზის დროს [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com