ავტორიზაცია
ანთროპოგენური ევტროფიკაციის ზეგავლენა საქართველოს ზოგიერთი წყალსატევის ზოოპლანქტონის თვისობრივ და რაოდენობრივ სტრუქტურაზე
ავტორი: ზელიმხან კერესელიძესაკვანძო სიტყვები: ზოოპლანქტონი, ანთროპოგენური, ევტროფიკაცია, დომინირებული, თვისობრივი და რაოდენობრივი სტრუქტურა.
ანოტაცია:
ევტროფიკაციის პროცესი თავის გამოხატულებას პოულობს წყალსატევის ზოოპლანქტონის თვისობრივ და რაოდენობრივ სტრუქტურაში - იცვლება საერთოდ სახეობების და დომინირებული ფორმების რიცხვი, ზოოპლანქტონის რიცხოვნობა და ბიომასა. გასული წლის ზაფხულში კუმისის, სიონის, ბაზალეთის და ტაბაწყურის ტბებიდან ავიღეთ პლანქტონური მასალა, დავამუშვეთ კამერალურად და შედეგები შევადარეთ სხვა წლების ამავე პერიოდის მასალებს. გამოიკვეთა ასეთი სურათი: კუმისის წყალსაცავში 50 წლის მანძილზე 3-ჯერ შემცირდა ზოოპლანქტონის სახეობების რიცხვი, შეიცვალა დომინირებული ფორმები. ამჟამად ბატონობს ევრიბიონტი ნიჩაბფეხიანები; შემცირდა ზოოპლანქტონის რიცხოვნობა და ბიომასა. განსხვავებული სურათია სიონის წყალსაცავში: დღემდე არ შეცვლილა დომინირებული ფორმები, რაოდენობრივი სტრუქტურა მცირე ფარგლებში ცვალებადობდა. ბაზალეთის ტბაში თავი იჩინა ევტროფიკაციის ნიშნებმა: დომინირებული ფორმების რიცხვი შემცირდა, შეიცვალა რიცხოვნობა და ბიომასა. მსგავსი სურათია ტაბაწყურის ტბაში.
მიმაგრებული ფაილები:
Anthropogenic Eutrophication influence on qualitative structure of Zooplankton of some reservoirs [en]ანთროპოგენური ევტროფიკაციის ზეგავლენა საქართველოს ზოგიერთი წყალსატევის ზოოპლანქტონის თვისობრივ და რაოდენობრივ სტრუქტურაზე [ka]