ka | en
Company Slogan TODO

თეთრი თაგვების პროთრომბინის მახასიათებლებზე ბერძნული კაკლის (Juglans regia) უღლების მოქმედება ლეიკოპენიის დროს

ავტორი: გიორგი ბეროშვილი
თანაავტორები: ნ.მაზიაშვილი, მ. კობეშავიძე, ნ. ბედინეიშვილი, ე.თავდიშვილი, დ.ძიძიგური
საკვანძო სიტყვები: ბერძნული კაკლის უღლები, ლეიკოპენია, პროთორომბინი.
ანოტაცია:

ორგანიზმში პათოლოგიური პროცესების განვითარების რთული მექანიზმების დასადგენად ექსპერიმენტულ ბიოლოგიასა და მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ბიოლოგიური მოდელირების მეთოდი. ბიოლოგიური მოდელის გამოყენებით მნიშვნელოვანი წვლილი არის შეტანილი მაგალითად, სისხლის ფართოდ გავრცელებული პათოლოგიის, ლეიკოპენიის მექანიზმების შესწავლის საქმეში. ლეიკოპენიის მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც მედიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად გამოყენება ტრადიციული ხალხური მედიცინის საშუალებები. აქედან გამომდინარე, დღემდე აქტუალურია იმუნოკორექციის უნარის მქონე ბუნებრივი, მათ შორის, მცენარეული წარმოშობის ნაერთების ძიება. განსაკუთრებით დიდია ინტერესი ბერძნული კაკლის მიმართ. ლეიკოპენიის ექსპერიმენტულ მოდელზე (ციკლოფოსფანის ინექციის საპასუხოდ განვითარებული ლეიკოპენია) ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ ბერძნული კაკლის უღლების წყლიან ექსტრაქტს გააჩნია თეთრი ზრდასრული თაგვების სისხლის ლეიკოციტური ფორმულის ნორმალიზაციის უნარი ციკლოფოსფანის ერთი- და ორჯერადი ინექციის შემდეგ. ლეიკოპენიის დროს, პირველ რიგში, მკვეთრად მცირდება სისხლის თეთრი უჯრედების, ლეიკოციტების რაოდენობა, თუმცა ასევე იცვლება თრომბოციტების და ერითროციტების მაჩვენებლებიც. მიზანი: თეთრი თაგვების პროთრომბინის მახასიათებლებზე ბერძნული კაკლის უღლების ზემოქმედების შესწავლა ლეიკოპენიის ექსპერიმენტულ მოდელზე. მასალა და მეთოდები. ექსპერიმენტებში გამოვიყენეთ 50 თეთრი არახაზოვანი თაგვი (20-25გრ). ცხოველები დავყავით 3 ჯგუფად: 1.საკონტროლო -ინტაქტური თაგვები; 2. I საცდელი ჯგუფი -ცხოველები, რომელთაც გაუკეთდათ ციკლოფოსფანის ერთჯერადი ინექცია; 3. II საცდელი ჯგუფი - ცხოველები, რომელთაც გაუკეთდათ ციკლოფოსფანის ერთჯერადი ინექცია და ეძლეოდათ პერორალურად კაკლის უღლების ფხვნილიდან დამზადებული წყალხსნარი დღეში ორჯერ (0.2მლ). სისხლში პროთრომბინის მახასიათებლების განსაზღვრა ხდებოდა ორი კვირის განმავლობაში HUMANA Diagnostics წარმოების კოაგულომეტრში - Humaclot Junior. შედეგები და მათი განხილვა. გამოკვლევებით ნაჩვენები იქნა, რომ ციკლოფოსფანის ერთჯერადი ინექცია თეთრი თაგვების სისხლში პროთრომბინის მახასიათებლების მცირე, მაგრამ სარწმუნო ცვლილებებს იწვევს. კერძოდ, ინექციიდან მეორე დღეს იზრდება პროთრომბინის დრო და INR. შესაბამისად, მცირდება პროთრომბინის ინდექსი. პროთრომბინის დროის მაჩვენებელი ინექციიდან მე-8 დღეს უბრუნდება საკონტროლო დონეს. კაკლის უღლების ექსტრაქტი აღნიშნული ცვლილებების ნაწილობრივ პრევენციას ახდენს. დასკვნა. ბერძნული კაკლის უღლების ექსტრაქტი იწვევს თეთრ თაგვებში ციკლოფოსფანის ერთჯერადი ინექციით გამოწვეული პროთრომბინის მახასიათებლების ცვლილებების კორექციას.


მიმაგრებული ფაილები:

Beroshvili 2017 Eng [en]
ბეროშვილი 2017 ქართ [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com