ka | en
Company Slogan TODO

ბერძნული კაკლისა და პეკანის ეფექტები ციკლოფოსფამიდით გამოწვეულ ქცევით დარღვევებზე ლეიკოპენიის ექსპერიმენტულ მოდელში

ავტორი: გია ქუთელია
თანაავტორები: მ. ქურასბედიანი, ე. თავდიშვილი, ნ. ბედინეიშვილი, ე. მითაიშვილი
საკვანძო სიტყვები: ლეიკოპენია, ბერძნული კაკალი, პეკანი, ქცევა
ანოტაცია:

კვლევის მიზანი იყო ლეიკოპენიის ექსპერიმენტულ მოდელებში (ლემ) შეგვეფასებინა ქცევითი დარღვევები და შეგვესწავლა ამ დარღვევებზე ბერძნული კაკლისა და პეკანის უღლებიდან დამზადებული წყლიანი ექსტრაქტის გავლენა. ექსპერიმენტებში გამოყენებულ იქნა 2 თვის ასაკის თეთრი თაგვები. ლეიკოპენიის მოდელებში ქცევითი დარღვევების შეფასების მიზნით გამოვიყენეთ ღია ველისა და T-ლაბირინთის ტესტები, სადაც ვაფასებდით თაგვების ემოციურობას, შიშის დონეს, თავდაცვით რეაქციებსა და დასწავლა/მეხსიერების მაჩვენებლებს. ექსპერიმენტები განხორციელდა 4 ჯგუფის ცხოველზე: საკონტროლო, რომელთაც ერთჯერადი ინექციის სახით ეძლეოდათ ფიზიოლოგიური ხსნარი; საცდელი ჯგუფი ღებულობდა ციკოფოსფამიდის ერთჯერად ინექციას. ლეიკოპენიით განპირობებულ ქცევით ცვლილებებზე ბერძნული კაკლისა და პეკანის ეფექტების შეფასების მიზნით ლემ - ჯგუფის თაგვები ციკლოფოსფამიდის ინექციიდან 7 დღის განმავლობაში ღებულობდნენ კაკლის უღლების ან პეკანის წყლიან ექსტრაქტს. ღია ველის მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ლეიკოპენიის მოდელი იწვევს ცვლილებებს მოტორულ აქტივობაში, ემოციური სტატუსის მაჩვენებლებში კი ცვლილებები არ აღმოჩნდა სტატისტიკურად სარწმუნო. T-ლაბირინთის ტესტმა აჩვენა, რომ ლეიკოპენიის მოდელი იწვევს დასწავლა/მეხსიერების დეფიციტს, სტატისტიკურად სარწმუნოდ შემცირდა სწორი რეაქციების რაოდენობა საკონტროლო ჯგუფის ცხოველებში. ციკლოფოსფამიდით განპირობებულ ქცევით დარღვევებზე ბერძნული კაკლისა და პეკანის ეფექტების კვლევამ აჩვენა, რომ ორივე პრეპარატი იწვევს ციკლოფოსფამიდით გამოწვეული მოტორული დისფუნქციის კორექციას, დასწავლა/მეხსიერების მაჩვენებლებთან მიმართებაში ორივე პრეპარატი იწვევდა ლეიკოპენიით განპირობებული დარღვევების კორექციას, რაც გამოიხატა ბერძნული კაკლის ექსტრაქტის გამოყენების შემთხვევაში სწორი რეაქციების სტატისტიკურად სარწმუნო გაზრდაში. დადებითი ცვლილებები აღინიშნა პეკანის შემთხვევაშიც, ოღონდ ეს ცვლილებებ სტატისტიკურად სარწმუნო არაა. შრომა შესრულებულია ბიოლოგიის დეპარტამენტის საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში.


მიმაგრებული ფაილები:

Greek walnut and Pecan effects on the cyclophosphamide induced behavioral disturbances in the experimental model of leukopenia [en]
ბერძნული კაკლისა და პეკანის ეფექტები ციკლოფოსფამიდით გამოწვეულ ქცევით დარღვევებზე ლეიკოპენიის ექსპერიმენტულ მოდელში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com