ka | en
Company Slogan TODO

ორაგულისბრთა ოჯახის ზოგიერი წარმომანდგენლის შემოწმება გენმოდიფიცირებაზე

ავტორი: ზურაბ ქუჩუკაშვილი
თანაავტორები: თამარ ალბუთაშვილი, აკაკი ჩარგეიშვილი, გვანცა შანშიაშვილი, ნათია გურეშიძე
საკვანძო სიტყვები: გენმოდიფიცირებული, ორაგული, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ)
ანოტაცია:

2015 წლის 19 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ FDA (food and drug administration), ადამანის საკვებად დაუშვა კომპანია AquaBounty-ს მიერ წარმოებული გენმოდიფიცირებული ორაგული, რომლის რეალიზაცია დაიწყო სასურსათო ქსელში [1]. ტრანსეგენური ორაგული არის პირველი ცხოველი, რომლის გამოყენებაც ადამიანის საკვებად ოფიციალურად დაიშვა. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორაგული თავდაპირველად 20-25 წლის წინ შიექმნა და წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ექსპერიმენტები და შესაბამისი რისკის შეფასება, თუ რა დადებითი ან უარყოფითი მხარე ექნებოდა ტრანსგენული ორაგულის ადამიანთა საკვებად გამოყენებას, აგრეთვე მისი მოშენება რა ნეგატიურ ეფექტებს მოუტანდა ბიომრავალფეროვნებას [2, 3]. საქართვლოში 2014 წლამდე არ არსებობდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები. დღეისათვის საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს სათესლე და სანერგე მასალის მონიტორინგი, მაგრამ ცხოველური პროდუქტის სკრინინგი გენმოდიფიცირებაზე საქართველოში არ ხდება და არც შესაბამისი ტესტირების მეთოდებია შემუშავებული. ნაშრომის მიზანია საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული ორაგულისებრთა ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის შემოწმება გენმოდიფიცირებაზე. საქართველოს აგრარულ ბაზარზე შევარჩიეთ ყველაზე მოთხოვნადი ორაგულისებრთა ოჯახის წარმომედგენლები და ნედლი ხორცის სახით, 11 ნიმუში ავიღეთ სხვადასხვა სარეალიზაციო პუნქტიდან. ნიმუშებიდან დნმ-ს ექსტრაციის შემდგომ, გმო-ს დეტექციისთვის გამოვიყენეთ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი, ჰორიზონტალური გელ-ელექტროფორეზსთან ტანდემში. ნიმუშები შევამოწმეთ ხელოვნურად კონსტრუირებული ზრდის ჰორმონის მაკონტროლებელი გენის არსებობაზე, რომელიც ტრანსგენურ ორაგულში გადააქვთ ზრდის დასაჩქარებლად. აღნიშნული 11 ნიმუშიდან არც ერთში არ გამოვლინდა გენეტიკურად მოდიფიცირების ნიშნები.


მიმაგრებული ფაილები:

The GMO-testing of some patterns of the Salmonidae Family [en]
ორაგულისბრთა ოჯახის ზოგიერი წარმომანდგენლის შემოწმება გენმოდიფიცირებაზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com