ka | en
Company Slogan TODO

წონასწორობის განტოლებათა სისტემების მიღება ორგვარი ფოროვნების მქონე დამრეცი გარსებისათვის და ფირფიტებისათვის

ავტორი: ბაკურ გულუა
თანაავტორები: რომან ჯანჯღავა
ანოტაცია:

მოხსენებაში განხილულია ორგვარი ფოროვნების მქონე სხეულების სტატიკური წონასწორობის სამგანზომილებიანი განტოლებათა სისტემა. აღნიშნული განტოლებათა სისტემიდან, ი. ვეკუას რედუქციის მეთოდის გამოყენებით, მიღებულია წონასწორობის განტოლებები ორგვარი ფოროვნების მქონე დამრეცი გარსებისათვის. შემდგომ უფრო დაწვრილებითაა განხილული მუდმივი სისქის ფირფიტების შემთხვევა. სახელდობრ, N=0 და N=1 მიახლოებებისათვის მიღებული განტოლებათა სისტემები ჩაწერილია კომპლექსური სახით და მათი ზოგადი ამონახსნები წარმოდგენილია კომპლექსური ცვლადების ანალიზური ფუნქციებისა და ჰელმჰოლცის განტოლებათა ამონახსნების საშუალებით. მიღებული ზოგადი წარმოდგენები საშუალებას იძლევიან ამოიხსნას სასაზღვრო ამოცანები ორგვარი ფოროვნების მქონე მუდმივი სისქის ფირფიტების დრეკადი წონასწორობის შესახებ.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com