ავტორიზაცია
მოდელურ ნივთიერებათა ქრომატოგრაფიული მახასიათებლების შესწავლა ნატრიუმის დიოქტილ სულფოსუქცინატის მიცელური მოძრავი ფაზებით
ავტორი: რუსუდან ჩალაძეანოტაცია:
შებრუნებული მიცელები ბოლო 10 წლეულების განმავლობაში, დიდ ინტერესს წარმოადგენს, როგორც ექსპერიმენტული, ასევე თეორიული მკვლევარებისათვის. ისინი წარმოადგენენ უჯრედული მემბრანის კარგ მოდელურ სისტემებს. შებრუნებული მიცელები წარმოადგენენ მიკრორეაქტორებს ენზიმების კატალიზისას და აგრეთვე ისინი გამოიყენებიან ორგანიზმში წამლების გადამტან საშუალებებად. აქედან გამომდინარე მიკროემულსიები ინტენსიურად შეისწავლება ბიოქიმიისა და კოლოიდური ქიმიით დაინტერესერბული მეცნიერების მიერ. სამეცნიერო კვლევა ეხება შებრუნებული მიკროემულსიური მოძრავი ფაზების შესწავლას და მისი სხვადასხვა პარამეტრების ცვლილების ზეგავლენას მოდელური ნივთიერებების ქრომატოგრაფიულ ქცევაზე. სხვადასხვა საკვლევი ნიმუშების, (ნენბუტალი, ბენზონალი, ბარბიტალი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი და სხვა) ანალიზი ჩატარდა მიკროსვეტზე თხევად ქრომატოგრაფიაში, ხელსაწყოდ გამოყენებული იქნა მილიხრო 4, რომელიც აღჭურვილია ვარირევადი ტალღის მქონე ულტრაიისფერი დეტექტორით, ტალღის სიგრძე 250-280ნმ, ქრომატოგრაფიული სვეტი- სილასორბ C2 (5მკმ), მოძრავი ფაზა მომზადებული იქნა წყლის, ჰექსანის და ზედაპირულად აქტიური ნივთიერება AOT (ბის-2ეთილჰექსილ ნატრიუმის სულფოსუქცინატი) გამოყენებით, ხოლო დანამატების სახით გამოყენებულია ნატრიუმის აცეტატი და კალიუმის პერქლორატი. მოძრავ ფაზაში წყლის კონცენტრაციის მატებამ გამოიწვია მოდელური კომპონენტების შეკავების ფაქტორის შემცირება, შეკავების ფაქტორი გაიზარდა მიკროემულსიურ მოძრავ ფაზაში წყლის ნაცვლად პერქლორატის შეტანისას. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ წამლების ხსნადობა მიკროემულსიის გულში იზრდება ქაოტროპული პერქლორატის იონის თანაობისას. რაც იწვევს მათი შეკავების ფაქტორის გაზრდას, თუმცა შეკავების ფაქტორი უმნიშვნელოდ მცირდება მოძრავ ფაზაში კოსმოტროპული აცეტატიონების შეტანისას. გამოვლენილია კოსმოტროპული და ქაოტროპული იონების განსხვავებული გავლენა მოდელური ნივთიერებების შეკავების ფაქტორზე, შებრუნებული მიცელური მოძრავი ფაზებით ელუირებისას. შედეგები სასარგებლო იქნება AOT-ის შებრუნებულ მიცელებში ფაზათაშორისი ზედაპირის კვლევის სფეროში.