ka | en
ავტორიზაცია
პეპტიდური ბმის წარმოქმნისადმი ამინომჟავების მიდრეკილების ქვანტურ-ქიმიური შესწავლა
ავტორი: ჯუმბერი კერესელიძეთანაავტორები: გიორგი მიკუჩაძე და ლია ბობოხიძე
საკვანძო სიტყვები: ამინო მჟავა, პეპტიდური ბმა, კვანტურ-ქიმიური მეთოდი
ანოტაცია:
ამინომჟავების მიერ პეპტიდური ბმის წარმოქმნისადმი მიდრეკილების რაოდენობრივი აღწერისათვის გამოყენებული იქნა თანამედროვე ქვანტური ქიმიის მეთოდი - სიმკვრივის ფუნქციონალის თეორია. კერძოდ, აგებულ იქნა პეპტიდური ბმის წარმოქმნის მიდრეკილების პარამეტრის (Kp) ფორმულა, რომელიც წარმოადგენს 6 ცვლადის ფუნქციას. ეს ცვლადებია: CO და NH ბმის სიგრძეები და ბმის რიგები, (RCO, RNH, PCO, PNH), პეპტიდური ბმის წარმოქმნის აქტივაციის ენერგია (ΔE #) და კარბონილის ჯგუფის ნახშირბადის და ამინის ჯგუფის აზოტის ატომებს შორის მუხტების სხვაობა (Δq). Kp პარამეტრი გათვლილ იქნა 400 ამინომჟავისთვის და მათ შორის შეირჩა მხოლოდ 22 ამინომჟავის წყვილი, რომლებიც ყველაზე ხშირად უნდა გვხვდებოდეს ცილის ამინო მჟავების თანმიმდევრობაში.