ka | en
Company Slogan TODO

ოქროს საბადოების გენეტური ტიპები და ოქროს მოპოვების ისტორია

ავტორი: ანი მარტყოფლიშვილი
საკვანძო სიტყვები: ოქროს საბადოები, კლასიფიკაცია, გენეზისი, პოლიმეტალური, ქვიშრობული
ანოტაცია:

ოქრო მენდელეევის პერიოდული სისტემის შემადგენელი I ჯგუფის ქიმიური ელემენტია, რომელიც ბუნებრივად ერთი იზოტოპისაგან შედგება, ესაა 197Au. ლაბორატორიული გზით კი მიღებულია ოქროს 13 რადიოაქტიური იზოტოპი. ოქრო ადამიანისთვის ცნობილი ერთ-ერთი პირველი ლითონია და დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას. ბუნებრივ პირობებში ოქრო ძირითადად გვხვდება როგორც თვითნაბადი, ისე სხვა მეტალებთან მყარი ხსნარების სახით, მაგ: კუპროაურიდი, ბისმუტოაურიდი, პორპეციდი და სხვა. აგრეთვე ცნობილია ოქროს ტელურიდები: კალავერიტი (AuTe2) და მონტბრეიიტი (AuTe3). ოქროს მადანი ესაა მინერალური აგრეგატი, რომელიც შეიცავს ოქროს რენტაბელურ, სამრეწველო ოდენობას. გარდა უშუალოდ ოქროს მადნებისა, ცნობილია აგრეთვე ოქროსშემცველი მადნები (სპილენძის, ნიკელის, თუთიის, ვერცხლის, რკინის, მარგანეცის) რომლებშიც ოქრო თანმხლები კომპონენტია და ხშირად სხვა მადნეულ მინერალებში- არსენოპირიტში, პირიტებში, ქალკოპირიტებში, მქრქალ მადანში (ტენანტიტი), გალენიტსა და სხვა სულფიდებში ჩანართების სახით გვხვდება. დღეისათვის უამრავი ავტორის მიერაა შემოთავაზებული ოქროს საბადოების კლასიფიკაცია, რომლებით მეტ-ნაკლებად სუბიექტურ და ობიექტურ ფატორებზეა დაფუძვნებული. დღესათვის აღწერილია ოქროს საბადოების 16 სახეობა, თითოეული მათგანი წარმოადგენს სხვადასხვა გეოლოგიური პროცესების ინტერფერირების შედეგს და ამდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ოქროს საბადოთა შორის სამრეწველო მნიშვნელობისაა: პალეოქვიშრობული, ჰიდროთერმული, ადულარ-სერიციტული ეპითერმული, ალუნიტ-კაოლინიტური ეპითერმული, ოქრო-პორფირულუ, ბრექჩიულ-ძარღვული, სკარნული, კარბონატით ჩანაცვლებული დანალექი შემცველი მიკრონული ზომის ოქოს მატარებელი, არაკარბონატულ შტოკვერკებთან დაკავშირებული, Au-Cu სულფიდებიტ მდიდარი ძარღვული ოქროს, ბათოლითებთან დაკავშირებული კვარცის ძარღვული, მწვანეფიქლებში არსებული კვარც-კარბონატული ძარღვების, ტურბიდიტებთან ასოცირებული კვარც-კარბონატული ძარღვების, რკინის ფორმაციასთან დაკავშირებული ძარღვაკულ-ჩანაწინწკლული ოქროს საბადოები.


მიმაგრებული ფაილები:

ოქროს საბადოების გენეტური ტიპები და ოქროს მოპოვების ისტორია [ka]
Genetic types of gold deposits and gold-mining history [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com