ავტორიზაცია
ქოროღლის ციხის მიდამოების ფლორა და მცენარეულობა
ავტორი: თორნიკე ფანქველაშვილისაკვანძო სიტყვები: გლერძა, თბილისის ბეგქონდარა, ქართული მაყვალი, კოჯრის ასტრაგალი, ქართული ლაქტუკა, მარმუჭი და მოკლე ნაყოფა იონჯა.
ანოტაცია:
ქოროღლის ციხის მიდამოების ფლორა და მცენარეულობა მომხსენებელი: თორნიკე ფანქველაშვილი ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შამილ შეთეკაური ელ-ფოსტა:tornike.pankvelashvili528@ens.tsu.edu.ge ივანე ჯავახიშვილის სახელობის ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზუსტ და საბუნბისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ბიოლოგიის დეპარტამენტი თბილისის მიდამოების ფლორისა და მცენარეულობის შესწავლას ხანგრძლივი ისტორია აქვს და იგი იწყება მე-18 საუკუნიდან.მის შესწავლაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი ისე უცხოელი მკვლევარები, ქართველთა შორის პირველი იყო ვახუშტი ბაგრატიონი, ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი ნიკო კეცხოველს, ალექსანდრე მაყაშვილს და სხვა. უცხოელი მკვლევარებიდან აღსანიშნავია ტურნეფორი. თბილისის მიდამოებიდან აღწერილი არის მეცნიერებისთვის 25 ახალი მცენარე. თბილისის მიდამოებიდან ცნობილია 1631 სახეობა. ჩვენ, კოჯრის მიდამოების ფლორისა და მცენარეულობის მრავალფეროვნებას ვაკვირდებოდით სტუდენტთა საზაფხულო პრაკტიკის დროს. აქ წარმოდგენილი არის შერეული ფოთლოვანი ტყეები, რომელსაც ქმნის რცხილა, ნეკერჩხლის სახეობები, ქართული მუხა და სხვა. ქვე ტყე ანუ ბუჩქნარები წარმოდგენილია: კუნელის, ზღმარტლის, შინდანწლას, ტყემლის, ჭანჭყატის, ცხრატყავას და ასკილის სახეობებით. ასევე ჩვენ ამ ტერიტორიაზე დავაფიქსირეთ უთხოვრი (Taxus baccata), სახეობრივად ქოროღლის ციხეზე დომინანტურია სუკულენტური მცენარეები, მსუქანასებრთა ოჯახიდან (Sedum album, Sedum hyspanicum, Sedum acre) Sempervivum transcaucasicum_ეს ბოლო სახეობა მცირე კავკასიონზე არის გავრცელებული და არ გვხვდება დიდ კავკასიონზე. აქვე გვხვდება: გლერძა, თბილისის ბეგქონდარა, ქართული მაყვალი, კოჯრის ასტრაგალი, ქართული ლაქტუკა, მარმუჭი და მოკლე ნაყოფა იონჯა. ჩვენს მიერ მთლიანად აღირიცხა 100-მდე სახეობის მცენარე რომელთა შორის აღსანიშნავია: Alium album, Asplenium septentrionale, Astrodaucus orientalis, Campanula collina, Campanula ochroleuca, Carduus natans, Cirsium kosmelii, Cirsium spherocephalum, Delphinium schmalhausenii, Dianthus calocephalus, Dianthus ruprechtii, Galium verum, Helictotrichon sp, Lysimachia vulgaris, Mespilus germanica, Origanum vulgare, Phrangos ferulaceae, Potentilla recta, Pulsatilla violaceae, Sedum acre, Sedum album, Sedum hyspanicum, Sempervivum transcaucasicum, Swida australis, Teucrium nuchense, Trifolium alpestre, Xeranthemum squarosum. ჩვენ დავამზადეთ აღრიცხულ მცენარეთა ჰერბარიუმბი და კამერალურად დავამუშავეთ. ლიტერატურა ბოტანიკური ექსკურსიები თბილისის მიდამოებში რ.გაგნიძე, შ.ქუთათელაძე.
მიმაგრებული ფაილები:
Flora and Vegetation in the vicinity of castle of Koroghli [en]ქოროღლის ციხის მიდამოების ფლორა და მცენარეულობა [ka]