ავტორიზაცია
ვირთაგვას თავის ტვინიდან გამოყოფილი პროლიფერაციის შემაკავებელი თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსის თავისებურებები
ავტორი: ირინა მოდებაძეთანაავტორები: დიანა ძიძიგური, ეკატერინე ბაკურაძე, გიორგი მოსიძე, მანანა ბერულავა
საკვანძო სიტყვები: პროლიფერაციის შეფერხება, ვირთაგვას თავის ტვინის თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსი - თცკ, ქსოვილსპეციფიკურობა.
ანოტაცია:
უჯრედების პროლიფერაციის კონტროლი ხდება ე.წ. რეგულეტორული ცილოვანი ქსელის მეშვეობით. ამ რთული და მრავალსუბერთეულიანი კომპლექსების იდენტიფიკაცია დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს. საინტერესოა მათი კვლევა და თერაპიული მიზნით ჰგამოყენება. მოცემული სამუშაოს მიზანს წარმოადგენს ზრდასრული თეთრი ვირთაგვას თავის ტვინის თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსის (თცკ) იდენტიფიკაცია და თავისებურებების შესწავლა. მასალა და მეთოდები: კვლევის ობიექტები: ზრდასრული და მზარდი თეთრი არახაზოვანი ვირთაგვები, ზრდასრული მტრედი და თაგვები. მასალა: თავის ტვინის, ღვიძლის და თირკმლის ქსოვილები. მეთოდები: ცილების სპირტული ექსტრაქცია თცკ-ს მისაღებად, მასალის ფიქსაცია მიტოზური ინდექსის განსაზღვრისათვის და იმუნოჰისტოქიმიისათვის, ბირთვების ტრანსკრიპციული აქტიურობის შეფასება. შედეგები: თცკ ტრანსკრიპციის ინჰიბირების გზით აქვეითებს უჯრედების პლოლიფერაციის ინტენსივობას. ამ კომპლექსს არ ახასიათებს სახეობა სპეციფიკურობას, მაგრამ ავლენს ქსოვილსპეციფიკურობას. მზარდი ვირთაგვების დაკბილულ ფასციაში, თავის ტვინის თცკ აქვეითებს GAD65/67-დადებით უჯრედების რაოდენობას და პროგენიტორული უჯრედების პროლიფერაციულ აქტივობას რასაც თან სდევს უჯრედულ ციკლში მყოფი ურედების რაოდენობის მატება. დასკვნა: თცკ მიერ ტრანსკრიპციის ინჰიბირების გზით უჯრედების პროლიფერაციის შეფერხება შექცევადია. მისი დამთრგუნველი მოქმედება ხელს უწყობს უჯრედულ ციკლში მყოფი უჯრედების რაოდენობის მატებას მზარდ ვირთაგვებში.
მიმაგრებული ფაილები:
Modebadze 2017 [en]მოდებაძე 2017 [ka]